ფეხბურთი

11:32 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელაარი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა

წინასაახალწლოდ კარგი ამბავი მიიღო გელზენკირხენის “შალკემ” და მისმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა კლას-იან ჰუნტელაარმა.

30 წლის თავდამსხმელმა, მუხლის მძიმე ტრავმის გამო, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათში ორი გოლიც გაიტანა. გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, ახლა ის უკვე თანაგუნდელებს შეუერთდება და მეორე წრისთვის სრულფასოვნად მოემზადება, არადა, მის დაბრუნებას თებერვლამდე არავინ ელოდა. ექიმების დასკვნით, ჰუნტელაარის მუხლის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის გამოჯანმრთელდა და სრულფასოვანი დატვირთვებისთვის მზადაა.

“შალკე” პირველ მოსამზადებელ ეტაპს 3-იდან 13 იანვრამდე გაივლის და ჰოლანდიელიც გუნდთან ერთად იქნება.

 

0.137359