დორტმუნდის “ბორუსიას” 24 წლის მცველი მათს ჰუმელსი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა.
ესპანური გამოცემა სპორტ.ეს-ის ინსფორმაციით, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და გარიგების თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს. ახლა კატალონიელები მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილებას ელიან, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჰუმელსის მაგივრად, პსჟ-ს ბრაზილიელი ტიაგო სილვას ხილვა სურს. თუ პარიზელებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, “ბარსაში” ჰუმელსი გადავა.
მიმდინარე სეზონში დორტმუნდელთა მცველმა გერმანიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.