19 წლის ნახევარმცველმა ლუკა ჰუფნაგელმა "უნტერჰახინგის" 19-წლამდელთა გუნდის რიგებში გოლი გაიტანა. "უნტერჰახინგი" 0:2-ს აგებდა "შტუტგარტის" 19-წლამდელებთან და 3:2 იმარჯვა. ლუკამ 61-ე წუთზე მიითვალა გოლი, რითაც ანგარიში 1:2 გახდა.
დიდი ალბათობით, ჰუფნაგელი ზაფხულიდან ძირითად გუნდში გადავა.
როგორც იცით, ლუკა ჰუფნაგელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. ჰუფნაგელმა, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს, 3 წლის წინ მიიღო ქართული პასპორტი და მაშინ 17-წლამდელთა ნაკრებშიც მუდმივად გამოდიოდა.