გერმანიის მე-3 ლიგის მე-8 ტურში, “უნტერჰახინგი”, სადაც ლუკას ჰუფნაგელი გამოდის, საკუთარ მოედანზე “ჰალეშერს” დაუზავდა, რომლის ღირსებასაც აკაკი გოგია იცავს.
ჰუფნაგელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო გოგიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. “უნტერჰახინგს” 15 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უკავია. “ჰალეშერი” 10 ქულით მეთხუთმეტეა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა” სტუმრად “სუპერსპორტ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა. წინა ტურისგან განსხვავებით, 31 წლის გიორგი ნერგაძემ “მოროკას” რიგებში შეუცვლელად ითამაშა. “მოროკას” 10 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-2 ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის 29-ე ტურში, “კრუიოამ” სტუმრად “დაინავასთან” 1:1 ითამაშა. გურამ ბედოიძე “კრუიოას” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “დაინავა” 9 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.