ჩინელმა იიფან ჰოუმ (2591) თანამემამულე ლუფეი რუანი (2480) შავი ფიგურებით 58-ე სვლაზე დაამარცხა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში 1.5:0.5 დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მიმდინარე ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაში 4 კლასიკური პარტია შედგება, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში კი მოჭადრაკეებს ტაი-ბრეიკის თამაში მოუწევთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.







