ფეხბურთი

17:01 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოდლი: “სოლდადოს პარტნიორი სჭირდება”

ლონდონის “ტოტენჰემის” ესპანელი ფორვარდის რობერტო სოლდადოს თამაშს “სკაი სპორტთან” საუბარში გლენ ჰოდლი გამოეხმაურა.

გუშინ ინგლისის თასის მატჩში პოჩეტინოს გუნდმა “ნოტინგემ ფორესტი” დაამარცხა და ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ჰოდლის აზრით, სოლდადოს შეტევის ხაზში პარტნიორი სჭირდება და ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰენრი კეინი ესახება.

“როგორც კი გუნდი უკან იხევს, მოთამაშეები თამაშობენ უფრო სწრაფად და ენერგიულად, თუმცა შემდეგ ფორვარდს სათანადოდ ვერ ეხმარებიან. სოლდადოც იხევს ხოლმე უკან და შემდეგ შეტევისას საჭირო სისწრაფეს ვეღარ ავითარებს. ტაქტიკური თვალსაზრისით სოლდადოს აუცილებლად სჭირდება პარტნიორი. ვფიქრობ სოლდადოსთან შესაწყვილებლად ჰენრი კეინი მშვენიერი ვარიანტია”, – განაცხადა 56 წლის სპეციალისტმა.

“ტოტენჰემში” სოლდადო მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია.

 

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106531