ფეხბურთი

19:20 | 7.02.2014 | ნანახია 967 - ჯერ

ჰიდინკი პსვ-ში კონსულტანტად დანიშნეს

ცნობილი ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეცილისტი გუს ჰიდინკი პსვ-ს სამწვრთნელო შტაბის კონსულტანტად დანიშნეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ეინდჰოვენელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა.

ჰიდინკი პსვ-ში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. კოკუს განცხადებით, 67 წლის მწვრთნელი გუნდის სავარჯიშო პროცესს მინიმუმ კვირაში ერთხელ დაესწრება. აქვე გეტყვით, რომ ჰიდინკს ეინდოვენელთა თავკაცად 1984-1987, 1987-1990 და 2002-2006 წლებში უმუშავია.

ამჟამად, პსვ-ს ჰოლანდიის ერედივიზიონში 32 ქულით მე-7 ადგილი უკავია. 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:57 | 07.02.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

100 % უძლიერესია

19:29 | 07.02.2014
ukleba (17336)

ბოლო 40 წელიწადში პსვ-ს ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია ერედივიზიონში

0.067653