იტალიური ”უდინეზეს” სლოვენიელი მეკარე - სამიტ ჰანდანოვიჩი განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანი არასოდეს ყოფილა. სამიტის ოჯახში რელიგიის კუთხით საკმაოდ უცნაური ვითარება იყო - მეკარის მამა მაჰმადიანი იყო, დედა მართლმადიდებელი, ბებია კი (დედის დედა) კათოლიკე.
თავად გოლკიპერი ისლამის რჯულზეა მონათლული, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ სამიტი ოდესმე მეჩეთში უნახავს და სლოვენიელი მეკარის „რელიგიური მონოლოგებიც“ არასოდეს მოგვისმენია. ცოტა ხნის წინათ, “უდინეზე“ ფრიულის პროვინციის კარდინალმა დალოცა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, კარდინალს, რასაკვირველია, ჰანდანოვიჩიც ეწვია და საზეიმო ბანკეტზეც დარჩა.
ერთადერთი, რაშიც სამიტი ჩაკეტილი ადამიანია და ხმამაღლა არ საუბრობს, ეს მისი პირადი ცხოვრებაა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, აპენინელმა ჟურნალისტებმა ჰანდანოვიჩის გულისსწორის ვინაობა მაინც ვერ დაადგინეს. ადრე ფიქრობდნენ, რომ სამიტს ცნობილი სლოვენიელი მოდელი, ზოია ტრებოვიჩი მოსწონდა, თუმცა ეს საუბარი საბოლოო ჯამში ჭორად დარჩა.







