ფეხბურთი

21:46 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგი” – ისევ ქვემოთ, ისევ უგოლოდ

“აუგსბურგს” ორ ტურში ქულა არ ჰქონდა აღებული და 4-ქულიან “აინტრახტს” გასვლაზე სძლია. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში რაულ ბობადილიამ გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა დაახლოებით 15 მეტრიდან ეშმაკური დარტყმით მიითვალა გოლი. ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში.

ისე, “აინტრახტს” უფრო მეტი მომენტი ჰქონდა და პირველ ნახევარში მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა მის სასარგებლოდ: ვაცლავ კადლეცი წააქციეს.

ჰანოვერში კი მასპინძლებმა 2:0 სძლიეს “ჰამბურგს”, რომელიც ერთადერთი გუნდია, ჯერ გოლიც რომ არ გაუტანია. როგორც ჩანს, ერთ დროს მრისხანე კლუბს ამ სეზონშიც დიდი ბრძოლა მოუწევს ბუნდესლიგაში დასარჩენად.

ჰანოვერელები 7-ქულიანთა მარაქაში არიან. მათ საწყის 24 წუთში გაიტანეს ორი გოლი: ჯერ ანდრეასენმა იმარჯვა ალბორნოსის პასით, ხოლო შემდეგ ხოსელუმ გაუწია ასისტენტობა სობიხს.  

 

აინტრახტი-აუგსბურგი 0:1 (0:0)

აინტრახტი: ტრაპი, ანდერსონი, ჯაკპა, რუსი (ფლუმი 55), სამბრანო, ჰასებე (მედოევიჩი 46), იგნიოვსკი, ინუი (მაიერი 55), კადლეცი, პიაზონი, სეფეროვიჩი.

მწვრთნელი: ტომას შააფი.

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი (იონგ-ჰო 85), კორი, ვერნერი, ჰალილ ალტინტოპი (ფოილნერი 73), ბობადილია (კაიუბი 76), მოლდერსი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 0:1 ბობადილია (49)

გაფრთხილება: ანდერსონი (21), ჰასებე (28), კორი (50), ჰასებე (62), სამბრანო (70), ვერნერი (77), ფოილნერი (90)

მსაჯი: მანუელ გრაფე.

 

ჰანოვერი-ჰამბურგი 2:0 (2:0)

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, მარსელო, საკაი, შულცი, ანდრეასენი, კიოტაკე (გულსელამი 81), შმიდებახი, ბიტენკური (ბრიანი 88), ხოსელუ, სობიხი (ქარამანი 71)

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი.

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი (ჟირაჩეკი 60), რაისი, ბეჰრამი (არსლანი 77), ჰოლტბი, ნიკო მიულერი, შტიბერი, გრინი (რუდნევსი 46), ლასოგა.

მწვრთნელი: მირკო სლომკა.

გოლები: 1:0 ანდრეასენი (13), 2:0 სობიხი (24).

 

გაფრთხილება: ჰოლტბი (25), ანდრეასენი (38), ბიტენკური (45), მარსელო (70), დიკმაიერი (73), ჟირაჩეკი (89).

მსაჯი: მარკუს შმიდტი.

 

ილია კახელიშვილი

0.135206