ჩოგბურთი

21:55 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპი შარაპოვას წინააღმდეგ

ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერი, რუმინელი სიმონა ჰალეპი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის 6:2, 7:6 ძლევის შემდეგ გავიდა. „როლან გაროსის“ გადამწყვეტ მატჩში ჰალეპი რუს მარია შარაპოვას შეხვდება.

პეტკოვიჩთან ნახევარფინალში ჰალეპმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორეში კი ტაიბრეიკით იმარჯვა. მატჩი საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 3:1 გახდა რუმინელის სასარგებლოდ.

0.114466