ფეხბურთი

20:28 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინცემ კარიერა დაასრულა

         არგენტინული "ნიუველს ოლდ ბოიზის" მცველმა, გაბრიელ ჰაინცემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

“ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, დიდი მადლობა გულშემატკივრებს და იმ ხალხს, ვინც წლების განმავლობაში გვერდში მედგა." _ განაცხადა მატჩის შემდეგ არგენტინელმა.

ცნობისთვის, ფრანგული "მარსელის" ახალმა თავკაცმა მარსელო ბიელსამ გაბრიელ ჰაინცე სამწვრთნელო შტაბში მიიწვია.

გაბრიელ ჰაინცე ინგლისის, ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონია, ხოლო 2004 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადა მოიგო.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095638