ქართველი სპორტსმენები

14:32 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ოქრო ულან ბატორში

ღვინიაშვილმა ფინალის გზაზე სამი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მონღოლი ალტანბაგანა განტულგა სამწუთნახევარში შებოჭა, უზბეკ დავრონბეკ სატოროვს მეოთხე წუთზე მოგვერდით სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი მარკ ოდენტალის შესაბოჭად ორწუთნახევარი იკმარა.

ფინალში 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელ კრისტიან ტოტთან ძირითადი დრო უილეთოდ ჩაამთავრა და რადგან ქულის აღება ვერც მისმა მეტოქემ შეძლო, შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა. იქ კი ღვინიაშვილმა პირველსავე წუთზე ვაზარი შეასრულა.

0.127948