ფეხბურთი

15:25 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიანიძემ “სევასტოპოლს” უკაპიტნა

უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე “სევასტოპოლმა”, რომლის ღირსებასაც მათე ღვინიანიძე იცავს, თურქული შეკრება მოსკოვის “დინამოსთან” საკონტროლო მატჩში 0:2 მარცხით დაასრულა.

ქართველმა მცველმა სპარინგი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდს უკაპიტნა. ღვინიანიძეს მსგავსი პატივი ადრეც რგებია.

27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სევასტოპოლში” 9 თამაში ჩაატარა. მას ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა.

ყაზახეთის “ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, თურქეთში შეკრებაზე უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) “ოლექსანდრიასთან” 1:1 ითამაშა.

0.119583