ფეხბურთი

12:50 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვალიას მოგება, ხუბუტიას ფრე

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ეკატერინბურგის “ურალში” ლაშა გვალიამ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ეკატერინბურგელებმა სერბეთის “სლობოდა” 2:1 დაამარცხეს და გვალიამ პირველი ტაიმი ჩაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა ორი დღის წინ “როსტოვის” წინააღმდეგ ასევე ტაიმი ითამაშა. დავით თარგამაზე “ურალში” კვლავ არ გამოჩენილა.

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვია”, რომლის ღირსებასაც აკაკი ხუბუტია იცავს, კვიპროსულ შეკრებაზე თანადივიზიონელ ტულის “არსენალს” დაუზავდა – 0:0. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა.

0.117074