ჭადრაკი

14:39 | 11.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილს ვეღარ აჩერებენ

ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა სოფო გურამიშვილმა (2298) ზედიზედ მე-4 პარტიაში იმარჯვა და გოგონათა ტურნირში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
მე-7 ტურში გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით ბერძენი ეკატერინი პავლიდუ (2182) დაამარცხა, რისი წყალობითაც 5.5 ქულა მოაგროვა და ლიდერ ანა მუზიჩუკთან (სლოვენია, 2527) ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
მე-8 ტურში სოფოს მეტოქე აზერბაიჯანელი გულნარ მამადოვა (2260) იქნება, რომელსაც ასევე 5.5 ქულა გააჩნია. თეთრებით გურამიშვილი ითამაშებს.
ლიტველი მიგლე ლეპესკაიტეს დამარცხება მოახერხა ნანი უნაფქოშვილმა (1997). შედეგად, ქართველმა გოგონამ 3.0 ქუოა მოაგროვა და 81 მონაწილეს შორის 54-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ნანის მომდევნო მეტოქე ხორვატი ზრინკა დეური (2061, 3.0 ქულა) იქნება.
ვაჟთა ტურნირში თურქ ემრე ჩანთან (2477) დამარცხდა დავით ლომსაძე (2364), რომელიც 3.5 ქულით 51-ე ადგილამდე დაქვეითდა. ქართველი მოჭადრაკე სიტუაციის გამოსწორებას შემდეგ ტურში, უნგრელ ტამაშ ფოდორთან (2452) პარტიაში ეცდება.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 16 აგვისტოს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091805