ინდონეზიაში გამართული წრიული საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ექვსი მონაწილე ჰყავდა, ქართველი სოფიკო გურამიშვილის (2359) გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მოჭადრაკემ ათ ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ სლოვენიელ იანა კრივეცს (2290) ნახევარი ქულით აჯობა.
JAPFA CHESS FESTIVAL 2011-ზე გურამიშვილის მეტოქეები, კრივეცის გარდა, რუსი ანა ბურტასოვა (2271) და ინდონეზიელები – ვარდა მედინა (2112), ჩელსი სიჰიტე (2100) და სიტრა დევი (2083) იყვნენ. სოფიკომ ერთადერთი მარცხი ბურტასოვასთან განიცადა, ოთხი პარტია მოიგო, ხუთი კი ყაიმით დაასრულა.







