ჭადრაკი

13:30 | 28.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილმა ათეულში დაასრულა

ჰოლანდიის ქალაქ ჰოოგევეენში დასრულებულ საჭადრაკო ტურნირზე ქართველმა სოფიკო გურამიშვილმა (2418) 9 ტურში 6.0 ქულის მოგროვება მოახერხა და 78 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.
გურამიშვილმა 4 პარტია მოიგო, ამდენივე ყაიმით დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი მასპინძელ ფრისო ნიბოერთან (2525) განიცადა, რომელმაც კიდევ ერთ ჰოლანდიელ ერვინ ლ’ამისთან (2631) ერთად, საბოლოოდ, 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზე აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში, ქულებით სოფიკოს ექვსმა მოჭადრაკემ აჯობა, მეშვიდე-მეცხრე ადგილოსნებმა კი ქართველ გოგონას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091547