ჭადრაკი

14:41 | 8.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილი შეუჩერებელია

საქართველოს ქალთა 69-ე ჩემპიონატის პირველ ლიგის მე-6 ტურში, ლიდერმა სოფიკო გურამიშვილმა (2374) თეთრი ფიგურებით მაკა ფურცელაძე (2363) დაამარცხა და 5.5 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
გურამიშვილის უახლოესი მდევარი ნინო ბაციაშვილია (2421), რომელმაც შავებით ალექსანდრა ვახანიას (2196) სძლია და თავი 5.0 ქულას მოუყარა, ხოლო სოფიო გვეტაძისა (2324) და ინგა ჭარხალაშვილის (2331) აქტივში 4.5-4.5 ქულაა.
მე-7 ტურში ჭარხალაშვილი გურამიშვილს ეთამაშება, ბაციაშვილი – თამარ ხმიადაშვილს (2166), ხოლო გვეტაძე – ვახანიას.
ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ტურნირი შვეიცარული სისტემით, ცხრა ტურად მიმდინარეობს და 10 დეკემბერს დასრულდება. ტურნირში სულ 41 მოჭადრაკე ჩაერთო, რომელთაგან ხუთი საუკეთესო უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093798