ინდონეზიაში დაწყებულ ქვეყნის ღია ჩემპიონატში, ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი (2359) 37-ე განთესვით ჩაერთო და ხუთი ტურის თავზე, სატურნირო ცხრილში სწორედ 37-ე ადგილი უკავია.
გასულ ტურებში გურამიშვილმა ინდონეზიელი ევი ლინდიავატისა (2085) და ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკის (2030) დამარცხება მოახერხა, ფილიპინელ ოლივერ ბარბოსასთან (2538) და ბრაზილიელ ალექსანდერ ფიერთან (2583) წააგო, ინდონეზიელ ტამპუბოლონ სუდუნგს (2252) კი დაუზავდა და თავი 2.5 ქულას მოუყარა.
მეექვსე ტურში სოფიკო თეთრი ფიგურებით ჩინელ ჯუნ ჟაოს (2587) ეთამაშება, რომელსაც მეცხრე განთესვა გააჩნია, თუმცა, ჯერჯერობით, ასევე 2.5 ქულით მეორმოცე პოზიციაზე იმყოფება.
ხუთი ტურის თავზე, ინდონეზიის 2011 წლის ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს. საფრანგეთის სახელით მოთამაშე ვლადისლავ ტკაჩიევსა (2631) და ფილიპინელ ოლივერ ბარბოსას (2538) 4.5-4.5 ქულა გააჩნიათ.







