ინდონეზიაში მიმდინარე ქვეყნის ღია საჭადრაკო ჩემპიონატში მოთამაშე სოფიკო გურამიშვილმა (2359) გასულ ორ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულის აღება შეძლო და 80 მონაწილეს შორის 3.0 ქულით 55-ე ადგილზე იმყოფება.
მეექვსე ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ჩინელ ჯუნ ჟაოსთან (2587) დამარცხდა, მეშვიდეში კი შავებით ინდონეზიელ ჰანი მარენტეკს (2227) დაუზავდა. მომდევნო ტურში გურამიშვილის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი მაკსუმ ფირდაუსი (2257) იქნება.
შვიდი ტურის თავზე ერთბაშად ექვსი მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა აქტივშიც 5.5 ქულაა: ფილიპინელი ოლივერ ბარბოსა (2538), ჩინელი იუე ვანგი (2716), ინდოელი სურია განგული (2631), ფრანგი ვლადისლავ ტკაჩიევი (2631), ჩინელი ჩაო ლი (2710) და არგენტინელი სანდრო მარეკო (2597).







