ჰოლანდიის ქალაქ ვლისინგენში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს ღირსებას სოფიკო გურამიშვილი (2418) იცავდა. იგი რეიტინგით მე-18 გახლდათ, საბოლოოდ კი, დამატებითი მაჩვენებლებით მე-17 ადგილი დაიკავა.
9 ტურის თავზე 7.5-7.5 ქულით პირველ-მეორე ადგილები ჰოლანდიელმა დიმიტრი რეინდერმანმა (2583) და ებრაელმა გილ პოპილსკიმ (2460) დაიკავეს, გურამიშვილმა კი თავი 6.5 ქულას მოუყარა. საინტერესოა, რომ ტურნირში 248 მოჭადრაკე თამაშობდა.







