ჭადრაკი

14:58 | 31.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილი მათნაძეს დაეწია

ქართველმა მოჭადრაკე ანა მათნაძემ (2410) სარაგოსას საერთაშორისო ტურნირის საწყისი ექვსი ტური ისე განვლო, მარცხის სიმწარე ერთხელად არ შეეგრძნო, თუმცა, შემდეგ ზედიზედ ორი პარტია წააგო და ლიდერებს დაშორდა.
მე-8 ტურში მათნაძე თეთრი ფიგურებით ესპანურ ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის (2621) მქონე ბულგარელ ალექსანდრ დელჩევთან დამარცხდა და 5.0 ქულით 22-ე ადგილამდე დაქვეითდა.
ასეთივე მონაგარით 26-ე საფეხურზე გადაინაცვლა სოფიკო გურამიშვილმა (2319), რომელმაც თეთრებით ესპანელ დანიელ გარსიას (2008) სძლია.
მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. მათნაძის მეტოქე მასპინძელი ედუარდო კოლომი (2027) იქნება, ხოლო გურამიშვილი რუმინელ რაზვან-გაბრიელ იაგარს (2054) დაუპირისპირდება.
გასული ტურების თავზე სარაგოსას ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს: ესპანელი დანიელ ფორსენი (2367) და ებრაელი არტურ კოგანი (2535) 7-7 ქულით პირველობენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097496