ფეხბურთი

18:25 | 4.08.2014 | ნანახია 1352 - ჯერ

გურამ კაშია: “აიქსთან” დაპირისპირებისთვის მზად ვართ”

 

არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას აზრით, გუნდი კარგად მოემზადა და სეზონის სტარტზე მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის “აიაქსთან” სტუმრად დაპირისპირებისთვის მზადაა.

“ჩვენ კონკურენციისთვის მზად ვართ. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჯანმრთელად ვართ და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის კარგი პრაქტიკა გვაქვს. მოსამზადებელის დროს თავდაუზოგავად ვშრომობდით და ახლა ორგანიზებული უკეთ ვართ” – განაცხადა “ბოლტონთან” მოგებული (1:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ვიტესმა” “აიაქსს” 1:0 აჯობა და ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:25 | 04.08.2014
BEERTRANCE (97819)

აბა შენ იცი

20:02 | 04.08.2014
aristokrat-gio (678)

აბა თქვენ იცით, მოიპოვეთ ეს ჩ.ლიგის საგზური წელს მაინც როგორმე და მანდ უფრო შეგამჩნევენ შენც და ყაზაიშვილსაც

0.067164