თამაშგარე

11:01 | 26.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

გულჩვილი მარკო მატერაცი...

სკანდალებით სახელგანთქმული იტალიელი ფეხბურთელის, მარკო მატერაცის მეუღლემ, დანიელა მატერაციმ, ერთ-ერთ იტალიურ ინტერნეტ-გაზეთთან თავის ოჯახზე, მეუღლეზე, პირად საკითხებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. დანიელას თქმით, მარკო მატერაცი სულაც არაა ისეთი ”მონსტრი”, როგორც ბევრს ჰგონია.
”მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ზიდანთან ჩხუბის შემდეგ, მარკოს მოძალადე და უხეში ადამიანის იმიჯი შეექმნა. ეს სიმართლე არაა. ჩემს ქმარს საკმაოდ კარგად ვიცნობ და გარწმუნებთ, რომ მარკო არათუ მოძალადე არაა, პირიქით, მასზე გულჩვილი, დამთმობი და მშვიდი ადამიანი იშვიათად მინახავს. ერთია, თუ რას აკეთებს მოედანზე და მეორეა, როგორია მატერაცი ცხოვრებაში”, – ამბობს დანიელა მატერაცი.
მარკო მატერაცის ცოლმა ვრცელ ინტერვიუში მეუღლის მეგობარი ფეხბურთელები და მათი ცოლებიც გაიხსენა. დანიელა ამბობს, რომ მარკოს თითქმის ყველა ”ინტერელი” თანაგუნდელის მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს. მაგრამ, განსაკუთრებით მაინც, ხავიერ ძანეტის ცოლთან, ფრანჩესკა ლოდოსთან მეგობრობს. დანიელასა და ფრანჩესკას მეგობრობა თითქმის ორ ათეულ წელიწადს ითვლის.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095535