თამაშგარე

11:12 | 22.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

გულჩათხრობილი ნესტა

 

ცნობილი ფეხბურთელი – ალესანდრო ნესტა, იტალიელის კვალობაზე ნამეტანი სიტყვაძუნწი კაცი ყოფილა და თურმე მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც ამის აუცილებლობაა. ნესტას ხასიათის ეს მხარე კარგად იციან მისმა მეგობრებმა და თანაგუნდელებმა და ისინი ალესანდროსგან სიტყვაუხვობას, რა თქმა უნდა, არ ელიან, მაგრამ  როგორც ჩანს, ნესტას ამ თვისებას მაინც ვერა და ვერ შეეგუა მისი მეუღლე – გაბრიელა პაგნოცი, რომელიც ამბობს, რომ საკუთარი ქმარი ხანდახან ძალიან უშლის ნერვებს.

”ყოფილა შემთხვევა, როდესაც ალესანდრო სახლში ვარჯიშიდან დაღლილი მოსულა და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არავისთვის. მისი საუბრის თემატიკა როგორც წესი, მხოლოდ მარტივ ყოფით საკითხებს ეხება და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ეს საკითხები რაიმენაირად მას აწუხებს. არ უყვარს კომფორტი და კვების კუთხითაც უპრეტენზიოა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ძალიან მიშლის ნერვებს მისი მუდმივი სიჩუმე. ადამიანებს ხანდახან ლაპარაკი ყველაფერზე მეტად გვჭირდება” – ამბობს გაბრიელა პაგნოცი, რომელიც ალესანდრონ ნესტას ცოლი 2007 წელს გახდა. გაბრიელასა და ალესანდროს ორი შვილი – სოფია და ტომაზო ჰყავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186