ფეხბურთი

17:58 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავას “ანჟის” განაცხადში შეიყვანენ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველს გია გრიგალავას მახაჩყალის “ანჟი” განაცხადში შეიყვანს. ამის შესახებ რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჩყალელთა პრესსამსახურმა ინტერნეტპორტალ Sportbox.ru-ს აუწყა.

“ანჟიმ” ქართველი მცველი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს ვერ გაყიდა. თითქოს, გრიგალავა სამარას “კრილია სოვეტოვში” უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.

ახლა სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს თუ მეორესთან, რომელიც მეორე დივიზიონში გამოდის. გასათვალისწინებელია, რომ გრიგალავს, როგორც ლეგიონერს, მეორე დივიზიონში თამაშის უფლება არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114853