ფეხბურთი

16:14 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა “ანჟიდან” სავარაუდოდ წავა

როგორც იცით, მახაჩყალის “ანჟი” პრემიერლიგიდან გავარდა და დიდი ალბათობით, გია გრიგალავა კლუბს დატოვებს. პირველ დივიზიონში თამაშს გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი არ აპირებს და ჩამოთვლილია ექვსეული, რომელშიც გრიგალავაცაა.

საქართველოს ნაკრების მცველი “ანჟის” სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდა, ახლა კი, სავარაუდოდ, სხვა კლუბს მიაშურებს. გრიგალავას ისევ რუსული პრემიერლიგის გუნდების ვარიანტები აქვს.

გია “ანჟიმდე” თამაშობდა “როსტოვში”, “მოსკვაში”, “ვოლგასა” და “კრილიაში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113395