ფეხბურთი

14:40 | 13.01.2014 | ნანახია 1491 - ჯერ

გრიგალაშვილმა კვიპროსში მოიგო, ებრალიძე პორტუგალიაში დამარცხდა

კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-16 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი გამოდის, თავის მოედანზე “ალკის” 3:1 მოუგო.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. ამ გამარჯვების შემდეგ, “ანორთოსისმა” 30 ქულა დააგროვა და 14 გუნდში მე-5 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის (უმაღლსი ლიგა) მე-15 ტურში, “ჟილ ვისენტე”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, სტუმრად “ნასიონალთან” 0:2 დამარცხდა. ისევე როგორც წინა მატჩში ლიგის თასზე, ებრალიძე სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე 58-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ჟილ ვისენტეს” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-17 ტურში, “ლუზენაკმა” “კოლმარი” მიიღო და 3:0 სძლია. მასპინძლებში მარცხენა მცველმა ამირან სანაიამ შეუცვლელად ითამაშა. 35 ქულით “ლუზენაკი” 18-გუნდიან ცხრილში მეორეა და ლიგა 2-ში აღზევებას ლამობს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში შეკრებაზე მყოფმა ჰოლანდიის “ვიტესმა” მორიგი ამხანაგურო მატჩი “ჰამბურგთან” ჩაატარდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ. გურამ კაშიამ არნემელებს თავიდან ბოლომდე უკაპიტნა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილს თამაშის შანსი 73-ე წუთიდან მიეცა. გიორგი ჭანტურია მოედანზე არ გამოჩენილა.

ბერლინის “ჰერტამ” “ჰანოვერთან” ისპარინგა და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. ლევან კობიაშვილი ბერლინელთა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:43 | 13.01.2014
Mr_gr (1404)

წაი ბიძია წაი

18:28 | 13.01.2014
militarytimes.ge (160)

ყველაზე კაი შეფასება ავთოს მიცეეეს, ყველაზე მეტად ცდილობდა შეტევების გაკეთებასო

17:51 | 13.01.2014
El Fenomeno (2082)

ებრალიძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს მჯერა ამის

16:56 | 13.01.2014
Manchester faithful (1168)

ებრალიძე წარმატებებს მიაღწევს ცხოვრებაში

15:14 | 13.01.2014
zesta_fan (282)

მიდიი გრიგაალ წარმატებებიიიი ბევრი გოლები გაიტანეეე

0.080441