ჭადრაკი

3:52 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრის პირველ ეტაპზე ძაგნიძე და ხოტენაშვილიც ითამაშებენ

ცნობილი გახდა ქალთა 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველი ტურნირის შემადგენლობა. 2-14 მაისს შვეიცარიის ჟენევაში დაგეგმილ ტურნირში 12 მოჭადრაკე ჩაებმება, რომელთა შორის 2 ქართველიც იქნება: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617)

2. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585)

3. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2554)

4. კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2547)

5. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531)

6. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)

7. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი, 2505)

8. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2499)

9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2495)

10. ანა უშენინა (უკრაინა, 2477)

11. ოლგა გირია (რუსეთი, 2440)

12. ტუვშინტუგს ბაჩიმეგი (მონღოლეთი, 2295)

ქალთა გრან-პრის გათამაშების სერიის ტურნირების კალნედარი

2013 წელი

2-14  მაისი: ჟენევა, შვეიცარია

15-29 ივნისი: დილიჟანი, სომხეთი

17 სექტემბერი-1 ოქტომბერი: ტაშკენტი, უზბეკეთი.

2014 წელი

2-16 მაისი: ჰანტი-მანტიისკი, რუსეთი

18 ივნისი-2 ივლისი: თბილისი, საქართველო

24 აგვისტო-7 სექტემბერი: ერდენეტი, მონღოლეთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094613