ფეხბურთი

9:32 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორული ლაბირინთი

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი ამბავი გორში მოხდება, სადაც “დილა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

I-VI ადგილებისთვის

დილა (გორი) – დინამო (თბილისი)

27 აპრილი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: ჩისკო (“დინამო”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი, ბ. ნინუა, ლ. თოდრია (სათადარიგო) 

მიმდინარე სეზონში: 2:0, 0:3, 0:0

ტურის და ალბათ დარჩენილი სეზონის მთავარი მატჩია. თუ “დინამომ” მოიგო, ოპონენტს 7 ქულით გაუსწრებს და ფაქტობრივად, გაინაღდებს ჩემპიონობას. თუ “დილამ”, სხვაობა ქულამდე შემცირდება და დარჩენილ 3 ტურში ინტრიგა ერთი-ორად გაიზრდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გორელებს ამ მატჩის გარდა, შინ მხოლოდ ერთი შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი საჩხერის “ჩიხურასთან”. დინამოელებს კი ორი თამაში საკუთარ მოედანზე უწევთ და ამით მცირე უპირატესობას იღებენ. ამიტომ, შაბათს გორელებისთვის გამარჯვებას ყოველმხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფრეც თბილისელების წისქვილზე დაასხამს წყალს.

ბოლოს ესენი ერთმანეთს წლეულს, 17 მარტს შეხვდნენ “დინამო არენაზე” და უგოლო ფრის მიუხედავად, გორელებმა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. “დილამ” ჩემპიონატში ბოლო 2 მატჩი მოიგო და სტუმრებს კარგ განწყობაზე დაუხვდება, დინამოელებმა კი ზუგდიდში სკანდალურ მატჩს თასის პირველ ნახევარფინალში “მეტალურგთან” მარცხი მოაყოლეს და ქომაგების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებათ. სტუმრებს მთავარმეგოლე, ესპანელი ჩისკო არ ეყოლებათ, რომელსაც ზუგდიდელი აფაქიძის დარტყმისათვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადმოსცემს.   

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი

27 აპრილი. სოფ. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, კ. გაბრიაძე, ა. კოკაია, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 2:4, 2:0, 3:1

გასულ სამშაბათს საჩხერელებმა ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “სიონი” 2:0 დაამარცხეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ეს ერთ-ერთი გზაა ზაფხულში ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. მეორე გზა – ეროვნული ჩემპიონატის სამეულში დამკვიდრებაა, რასთანაც სოსო ფრუიძის შეგირდები ასევე ახლოს არიან. ამიტომ, ივანწმინდაში ზემოიმერლები მინდორზე უეჭველი გამარჯვებისთვის გავლენ. თავის მხრივ, თავმოყვარე ზუგდიდელები იოლად არაფერს დათმობენ, ხუმრობა ხომ არაა, გაზაფხულზე მათ ჯერ არ გაუმარჯვიათ, 20 ბურთი გაუშვეს და მხოლოდ 2 გაიტანეს… თუ ასე გაგრძელდა, “აბრაგებს” (“ზუგდიდის” ფან-კლუბია) რა პასუხი უნდა გასცენ?

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი

27 აპრილი. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ბერულავა, ზ. ერქვანია, დ. სანოძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:0, 0:1, 0:0

ამ მატჩს იმერული დერბი ჰქვია და უკვე ამითაა საინტერესო. თანაც, მსაჯიც სამტრედიელია – თორნიკე გვანცელაძე. ქუთაისელები მყარად დგანან მე-3 ადგილზე. ზესტაფონელებს კი წლევანდელი სეზონი აშკარად ჩაუვარდათ. ჯერ ერთი, რომ შარშანდელი ჩემპიონები საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდნენ. მერე, ზუგდიდელების არ იყოს, გაზაფხულზე ჩემპიონატში მოგების გემო არც მათ უგრძვნიათ. ბოლო ტურში, შინ გორის “დილასთან” 0:3 წაგების შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილი ხმამაღლა სკანდირებდა: კაჭარავა წადი, დაგვიბრუნეთ ზესტაფონში ფეხბურთიო. მერე ზესტაფონელთა დამრიგებელმა თქვა: გუნდის ჩაბარებისთანავე განვაცხადე, რომ ჩვენი მიზანი მოწინავე ექვსეულში მოხვედრა იქნებოდა. ,,ზესტაფონი“ იმ დროისათვის 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ახლები მოვიდნენ. ერთ და ორ თვეში ძნელია ძლიერი კოლექტივის ჩამოყალიბება. ამას დრო, შეთამაშება სჭირდება. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვსო. 

 

1 დინამო (თბილისი) 28 20 6 2 73:20 66
2 დილა (გორი) 
28 20 2 6 50:19 62
3 ტორპედო (ქუთაისი)
28 16 7 5 47:21 55
4 ჩიხურა (საჩხერე) 28 15 6 7 41:28 51
5 ზესტაფონი 28 11 6 11 31:27 39
6 ზუგდიდი 28 10 6 12 28:42 36

 

VII-XII ადგილებისთვის

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი)

27 აპრილი. თბილისი. ნაკრების ტექნიკური ცენტრი “ბასა.” 16:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, კ. ტეფნაძე, ს. სპიცინი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:0, 1:2

ბოლნისელებმა საგაზფხულო ეტაპი ყოჩაღად დაიწყეს და თითქოს გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, მაგრამ გასულ ტურში შინ უშუალო კონკურენტ “ვიტ ჯორჯიასთან” 0:3 წააგეს და ისევ გაირთულეს საქმე. “კოლხეთი” კი წინა ტურში დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას, თუმცა მათი მთავარი მწვრთნელის, სოსო ფილიას თქმით, ისინი ახალ გუნდს ქმნიან და ახლაც ყოველ მატჩს მოსამზადებლად გამოიყენებენ.   

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი)

27 აპრილი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი მჭედლიშვილი (“ვიტ ჯორჯია”); ბორის მახარაძე (“დინამო”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. კვეტენაძე, ი. მაჩიტიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:1, 0:2

ვეტერინარებმა ზედიზედ 4 წაგებისა და 1 ფრის შემდეგ ტრექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “სიონს” მოუგეს და ცოტა ამოისუნთქეს. ბათუმელები კი ჩინებულ გაზაფხულს ატარებენ. წინა ტურში, ქობულეთში, “მერანი” 6:0 გაანადგურეს და მცხეთას კარგ ხასიათზე ეწვევიან. 

 

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი)

27 აპრილი. მარტვილი. ცენტრალური. 16:00

მსაჯები: თ. ხუჭუა, გ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 0:0, 1:1

ადრე გაზაფხულზე “მერანი” თითქოს უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, მაგრამ 6 მატჩიდან 4 წააგო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზეა, გასავარდნ ადგილს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ასე რომ, მალხაზ ჟვანიას შეგირდებს დარჩენილ ტურებში დიდი ოფლისღვრა მოუხდებათ. “მეტალურგს” კი “თავი ქუდში აქვს”. თანაც სამშაბათს თბილისის “დინამოს” თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მოუგო და გუნებაც გამოიკეთა.  

 

1 მეტალურგი (რუსთავი) 28 12 7 9 27:29 43
2 მერანი (მარტვილი) 28 8 3 17 27:48 27
3 დინამო (ბათუმი) 28 7 5 16 33:49 26
4 ვიტ ჯორჯია (თბილისი) 28 6 8 14 20:38 26
5 სიონი (ბოლნისი) 
28 6 7 15 20:45 25
6 კოლხეთი (ფოთი) 28 2 7 19 15:46 13

 

მეგოლეები:

21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)   

9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)

6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”),  მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)  

4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი),  (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”)   

3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი (ორივე - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე,  (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გიორგი ჯანელიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091682