კალათბურთი

14:52 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორტატმა „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

 „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ და პოლონელმა ცენტრმა - მარჩინ გორტატმა ახალი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ცენტრი მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში 60 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

       ვეტერან ცენტრთან კონტრაქტის გახანგრძლივება მიმდინარე ზაფხულში „ვიზარდსის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო - ის ვაშინგტონელებს ერთი წლის წინ შეუერთდა და გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა, რითაც არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

გასულ სეზონში გორტატი საშუალოდ 13.2 ქულასა და 9.5 მოხსნას აგროვებდა, ხოლო მეტოქის კალათს 54.2%-იანი სიზუსტით უტევდა.

       გორტატის გარდა, „ვიზარდსის“ ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას მსუბუქ ფორვარდ ტრევორ არიზასთანაც, რომელმაც გასულ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - საშუალოდ 14.4 ქულა თამაშში. გარდა ამისა, მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა მოხსნებსა (საშუალოდ 6.2) და სამქულიანების რეალიზაციის პროცენტში (40.7%).

„ვიზარდსი“ NBA-ს გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა - ვაშინგტონელებმა, 2010 წლის შემდეგ, პირველად გააღწიეს პლეიოფში და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში „ჩიკაგო ბულზი“ 4:1 გაანადგურეს, შემდეგ რაუნდში კი „ინდიანა პეისერსთან“ დამარცხდნენ - 4:2.

ლევან გოგოტიშვილი 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131443