ფეხბურთი

16:53 | 16.07.2013 | ნანახია 2488 - ჯერ

გორის "დილა" და "სალერი": 2-წლიანი კონტრაქტი და ფან-შოპის გეგმაც

"სალერის" მაღაზიაში საზეიმოდ მოეწერა ხელი ხელშეკრულებას: კომპანია "სალერი" გორის “დილას" ტექნიკური სპონსორი გახდა. კონტრაქტი 2-წლიანია შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. საერთოდაც, კარგია, რომ "დილას" გარშემო უსიამოვნო ვნებათღელვებს ბოლო მოეღო და კლუბი დამშვიდებული ემზადება ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. როგორც იცით, "დილა" ხუთშაბათს დანიის "ოლბორგს" უმასპინძლებს - მატჩი "მიხეილ მესხზე" 18 საათზე დაიწყება.

ჟურნალისტებთან ისაუბრეს საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და "დილას" გენერალურმა მენეჯერმა გია ისიანმა:

ხეჩიკაშვილი: "სალერი" და "იბერია ბიზნეს ჯგუფი" გასული წლის დეკემბრიდან ერთად საქმიანობენ და 6-თვიანი მუშაობის შედეგი ისაა, რომ პირველი ლიგის კლუბები "სალერით” იმოსებიან. ასევეა უმაღლესი ლიგის 5 კლუბი და მეექვსესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონტრაქტს რაც შეეხება, ჩვენ მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ "დილას" "სალერის" მაისურები ეცმევა. ასევე, ფორმა საჩუქარად გადაეცემა “დილას" დუბლებსა და ახალგაზრდულ გუნდებს. მოქნილი ხელშეკრულებაა, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ახალ დეტალებს ითვალისწინებს. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო 'დილას" გარშემო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად იმუშავა, პრობლემებს თავი გაართვა და გუნდმა სახე შეინარჩუნა, ამასთან, "დილას" ძლიერი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში.

...ასევე ვიტყვი, რომ გორში "დილას" ფან-შოპის გახსნა გვსურს. ვცდილობთ, პირველი პრეცენდენტი შევქმნათ და როგორც უცხოეთშია, ასევე შეეძლოთ ქომაგებს ფან-შოპში მათთვის სასურველი ფეხბურთელის მაისურის, ვიმპელებისა და სხვა ატრიბუტიკის შეძენა".

ისიანი: "სასიხარილოა, რომ "დილას" ოფიციალურად ჰყავს ტექნიკური სპონსორი "სალერის" სახით. ამ გარიგებით ყველა კმაყოფილია. ყველამ იცით, რომ კლუბს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთეს საკეთილდღეოდ. ამჟამად გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენშია" დაბინავებული, რაც საკმაო ფუფუნებაა. ვარჯიშები საგურამოში იმართება. ერთი სიტყვით, კარგ პირობებშია გუნდი და "ოლბორგთან' თამაშისთვის ემზადება. გვსურს, რომ შარშან დაწყებული აღმასვლა გაგრძელდეს".

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, "დილას" ახალი მაისურების პრეზენტაცია გაიმართა. გუნდის მცველებმა, გულვერდ თომაშვილმა და კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ მოიზომეს საშინაო და გასვლითი მატჩებისთვის განკუთვნილი ფორმები. საშინაო: წითელი ტრუსები და წითელი მაისურები, გასვლაზე: ცისფერი ტრუსები და ცისფერი მაისურები.



კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:12 | 16.07.2013
night (3696)

დილას მაგარი ხელმძღვანელობა ყავს განსაკუთრებით ისიანი იიმენა თავდაუზოგავად მუშაობენ და აი შედეგიც ასე უნდა მუშაობა გენაცვალე იქნებ ისწავლონ

18:03 | 16.07.2013
M.U2013 (3191)

ციტელი ფორმა კარგია და ცისფერი ის ზოლები არ უხხდება

17:13 | 16.07.2013
111111 (5084)

ვაა. კაია დინამოს და დილას ფან შოპი კაია კაია
ზესტაც გამოცოცხლდა...ჩიხურაც მოძლიერდება და მეგონი გამოვა რაღაც

17:08 | 16.07.2013
laciosErtguli (3640)

იმ დღეს გაუმარჯოს როცა, პირველი ლიგის გუნდების ბიუჯეტი მინიმუმ 10 მილიონი იქნება და უმაღლესი ლიგის გუნდების 30-40 ლიმონი. ყველა ქართულ გუნდს ეხვერწებიდნენ სპორტული ფირმები რო ჩვენი პროდუქციით ისარგებლეთ და ჩვენი ფირმის სახელი დაიწერეთ მაისურზეო. ყველა გუნდს თავისი სტადიონი ქონდეს მაღალი ხარისხის ბუნებრივი მინდვრით და მინიმუმ 5000 პერსონალური სკამით. ეეეეეჰ

19:11 | 16.07.2013
night (3696)

ჰეჰ მოინდომა ჩვენზე 10 ჯერ მდიდარ ქვეყნებს არააქვთ მასე

17:16 | 16.07.2013
samtrediel (8001)

მეოცნებენო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! პ.ს. მეც მსგავსი ოცნებები მაქვს ხოლმე.

17:24 | 16.07.2013
laciosErtguli (3640)

შენ სამტრდიელი თუ ხარ შენც ოცნებათ გექნება კანეშნა, ისევე როგორც სამტრედიაში ისე ჩემს ქალაქშიც მოკლეს ფეხბურთი, ისე თქვენთან სტადიონი მაინც არი

18:52 | 16.07.2013
grei (134)

სადაური ხარ ძმა?

19:07 | 16.07.2013
laciosErtguli (3640)

წყალტუბოელი ვარ ბრატ, შენ? რატო მეკითხები?

17:06 | 16.07.2013
geogreece (9768)

წარმატებები დილას იმედია მთავარია ფეხბურთელებს ქონდეტ გრძელვადიანი კონტრაქტები და არატ 6 თვიანი ან 1 წლიანი

17:03 | 16.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

კაია მარა 1 ფორმა რაგაც არ მომეწონა)

0.203292