რუსეთის მეორე დივიზიონის “ტოსნომ”, რომელსაც ზამთარში გორის “დილას” ყოფილი ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი შეუერთდა ქვეყნის თასზე სენსაცია მოახდინა. “ტოსნომ” 1/8-ფინალში სტუმრად მოსკოვის “სპარტაკს” 1:0 მოუგო და გათამაშებას გამოთიშა. გასათვალისწინებელია, რომ მოსკოველებმა ქვედაქლიგელთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშეს. გორელიშვილი 18-კაციან განაცხადში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო “ტოსნომ” გადამწყვეტი გოლი 115 წუთზე გაიტანა. თამაშის შემდეგ “სპარტაკის” ფანებმა მოსკოველთა სათადარიგოთა სკამს პროტესტის ნიშნად შარფები ესროლეს, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი “სპარტაკისთვის” სირცხვილია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სპარტაკს მოუგო კარგი გუნდი ყოფილა
ჩაე.დო სპარტააკს
აუუუ რა კუში მოხსნეს ამ წაგებით სპარტაკელებმა ! იმ ნაბ ო ზ ერებმა !! @@@
ესეიგი აქვს ამ "ტოსნოს" იმის "შნო" რომ, ჯერ პირველ დივიზიონში დაწინაურდეს და, იქიდან იბრძოლოს პრემიერ ლიგისთვის. მაინც არაფერი დონე არ არის ეს გორელიშვილი და, იქნებ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდეს. თუმცა მაინც მიმაჩნია რომ, ასეთ ფეხბურთელებზე სტატია არ უნდა იდებოდეს. მითუმეტეს რომ, არცერთი მხრიდან არ ემუქრებათ ამათ ეროვნული ნაკრების მაისურას მორგება. ჩვენს გასაღიზიანებლად თუ აკეთებთ, მომაკვდით აგერ ჟურნალისტებო.
ეგ მეორე ლიგაშია მაგარი, თორემ პირველში ვინ აბლატავებს, ჩვენი უმაღლესი ლიგის დონისაც არ არის ეგ ფარჩაკი!!!
კარგია გაასცორა ერჯოტ გემრიელატ
ღადაობაა რა