ფეხბურთი

20:07 | 26.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ღონღაძემ ლატვია გამარჯვებით დაიწყო

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგა გამარჯვებით დაიწყო დაუგავპილსის “დაუგავამ”, რომელმაც სტუმრად რიგის “დაუგავა” 4:0 დაამარცხა.
დაუგავპილსელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მამუკა ღონღაძემ, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს. ლატვიის შარშანდელი ჩემპიონატის მეორე ბომბარდირს გოლი არ გაუტანია. ასევე, პირველივე წუთიდან იყო მოედანზე ბიძინა ცინცაძე, რომელმაც მოედანი 57-ე წუთზე დატოვა. რიგელთა სასტარტოში იყო გიორგი დიაკვნიშვილმა, რომელმაც 34 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშიც ნაადრევად დაასრულა.
“მეტა” შინ “გულბენეს” დაუზავდა – 0:0. სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო ლადო დათუნაშვილი, რომლსაც მოედანზე შესვლა არ მოუწია.
ლიტვის A ლიგის მე-3 ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” საკუთარ მოედანზე “ვილნიუსს” ვერ აჯობა – 2:2. მასპინძლებში შეუცლელად ითამაშეს გიორგი ნიქაბაძემ და ნიკა მგელაძემ. “ბანგას” 2 ქულა აქვს და ლიტვის 14-გუნდიან A ლიგაში მე-7 ადგილზეა.
კლაიპედის “ატლანტასი”, სადაც გიგა იმნაძე გამოდის, თავის მოედანზე “დაინავას” უგოლოდ დაშორდა. კლაიპედელები ერთი ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.
უზბეკეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში ტაშკენტის “ფახთაქორმა” თავის მოედანზე “ოლმალიქთან” მხოლოდ ქულა აიღო – 0:0. ტაშკენტელთა შორის სრულად ითამაშეს ირაკლი კლიმიაშვილმა და კახა მახარაძემ. ამ უკანასკნელმა 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ფახთაქორს” 4 ქულა აქვს და უზბეკეთის 14-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მესამეა.
“ანდიჟანთან” სტუმრად მოიგო “ბუხარამ” – 2:1. ბუხარელებში შეუცვლელად იასპარეზა გიორგი კვესიეშვილმა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი მიხეილ კაკალაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. “ბუხარა” 3 ქულით მეექვსეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში ტალინის “ფლორამ” “ტამეკას” უმასპინძლა და 4:0 მოუგო. ტალინელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო ზაქარია ბეგლარიშვილი. “ფლორა” 10-გუნდიან მეისტრილიგას 10 ქულით ლიდერობს.
უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში “ზალაეგერსეგი” გასვლაზე “ვაშაშთან” 2:3 დამარცხდა. სტუმართა შორის გიორგი განუგრავამ ორივე ტაიმი ითამაშა. “ზალაეგერსეგის” 8 ქულა აქვს და 16-გუნდიანი NBI-ის ფსკერზეა.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099052