გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. 30 წლის ქართველმა რუსეთის პირველი დივიზიონის გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, "სკა-ენერგიას" გულშემატკივართა გამოკითხვით, გოგიტა სეზონში გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ხაბაროვსკის კლუბი დატოვა გორის "დილას" ექსფორვარდმა, ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა. ღიადაა გიორგი ნავალოვსკის საკითხი, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგის გუნდიდან აქვს შემოთავაზება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ ეგეც დაიკარგა უკვე ფაქტიურად.