ფეხბურთი

13:56 | 7.08.2013 | ნანახია 2487 - ჯერ

გოგუამ “სკა-ენერგიას” მოგებას სათავე დაუდო

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” საკუთარ მოედანზე “სიბირს” 2:1 აჯობა და მასპინძლებში ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე გოგიტა გოგუამ ჩაიწერა.

ქართველი ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. “სიბირმა” საპასუხო გოლი 34-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა მეტოქის კარი მეორედ 41-ე წუთზე აიღეს. გოგუამ 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე ის ლეონარდო რამოსმა შეცვალა, რომელთან ერთადაც განვლილ სეზონში გორის “დილაში” თამაშობდა. ხაბაროვსკელთა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ნავალოვსკიმ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “სკა-ენერგიამ” 9 ქულა დააგროვა და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-7 ადგილზეა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:53 | 07.08.2013
tato_84 (575)

ხალხო ნაკრების თამაში არავის აინტერესებ?? რა იდიოტობა სტატია არ უნდა იდოს ნაკრებზე, მერე კიდე გაგვიჩნდება პრეტენზიები, კარგით რა, ლინკი დადეთ ვინმემ 22:20 იწყება იტალია საქართველოოო

20:04 | 07.08.2013
balaveri (98)


Bayern-111 (239)
ნავალოვსკი ნაკრებშია გამოსაძახებელი...და ნურავინ შემეკამათება ვინც მაგის თამაშებს არ უყურებს ეხლა....საქართველოს ნაკრებს მაგაზე უკეთესი მარცხენა მცევლი არ ყავს ეხლა...მასტი ბურთს მაგრად იჩერს ფეხში ფინტაობს დარტყმა კაი აქ პასი და დაცვაშიც კარგია...კვირკველიას მაინც ჯობს
100% გეთანხმები ძმაო! დავამატებდი–კარგად ხედავს მოედანს და უაზრო პასებს არ აკეთებს,თან კარგი დრიბლინგი აქვს;ტუ არ ვცდები ერთი ხანობა ახალგაზრდულის კაპიტანიც იყო...

19:05 | 07.08.2013
GEFC (30)

რონალდუ: "მოურინიო? მე არ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც ჩირქს მცხებენ" -stripslashes((strlen('http://gefc.ge/main/926-bbbbbbb-bbbbbbbb-bb-bb-bbbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbbye-bbbbb-bbyebbbbb.html')>0?' http://gefc.ge/main/926-bbbbbbb-bbbbbbbb-bb-bb-bbbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbbye-bbbbb-bbyebbbbb.html':' http://gefc.ge/main/926-bbbbbbb-bbbbbbbb-bb-bb-bbbbbbbb-bbbbbbbbbbb-bbbbbbbbye-bbbbb-bbyebbbbb.html'))

მართალია რონი.. ძაან წაიგდო ჟოზემ ენა..

17:20 | 07.08.2013
data-_-- (256)

იმ დონის კი არა მაგარია მართლა დაუღალავი და ჟილკიანია მაგარი იმენა შEჩამს კცას ცვეტში ოღონდ პროსტა მარცხენა ფლანზე დგას

16:31 | 07.08.2013
111111 (5084)

ნავალოვსკი სეთურიძის შეცვლა შეუძლია ??? აირს იმ დონის რო დინამოს ევროასპარეზზე გამოადგეს ??

16:32 | 07.08.2013
nod031 (246)

ნავალოვსკი მარცხენაა.

16:25 | 07.08.2013
nod031 (246)

ოლიმპში თამაშიდან მახსოვს ნავალოვსკი, იმ გამონაკლის ფლანგელებს განეკუთვნება ვინც ჩაწოდება იცის, ბურთს კარგად ატრიალებს და საკმაოდ ძლიერად აწვდის, რაც კარგი ცენტრალური თავდამსხმელისთვის მისწრებაა.

16:13 | 07.08.2013
Davita16 (2463)

ბილეთები გაიყიდა ვაბშე დილასი?

15:05 | 07.08.2013
kikala22 (133)

ხო არ იცით დილას თამაშზე ბილეთები რა ღირს?

15:07 | 07.08.2013
lagashi (6738)

აქ ითქვა 3 ლარი ღირსო

15:09 | 07.08.2013
kikala22 (133)

გაიხარე ძმა

14:48 | 07.08.2013
dattt (561)

ყოფილა ისეთი თამაში გოგუას ყვითელი ან წითელი არ მიეღო?

15:06 | 07.08.2013
lagashi (6738)

ალბათ ვარჯიშებზე არ იღებს ბარათებს მეტი..

14:31 | 07.08.2013
LU 001 KA (1043)

ნავალოვსკი ნაკრებშია გამოსაძახებელი...და ნურავინ შემეკამათება ვინც მაგის თამაშებს არ უყურებს ეხლა....საქართველოს ნაკრებს მაგაზე უკეთესი მარცხენა მცევლი არ ყავს ეხლა...მასტი ბურთს მაგრად იჩერს ფეხში ფინტაობს დარტყმა კაი აქ პასი და დაცვაშიც კარგია...კვირკველიას მაინც ჯობს

20:03 | 07.08.2013
anaklya (176)

ყველას ვეთანხმები, ვინც ნავალოვსკის დღეისათვის საუკეთესო ქართველ მარცხენა მცველად მიიჩნევს!

16:36 | 07.08.2013
skeleton (244)

მეც მაგას ვიძახი,კვირკველიას და გრიგალავას ერთად ჯობია,თან კაი პასიაქ,აწვდის კარგათ ,თემურ დაუძახე ნაკრებში

16:09 | 07.08.2013
playmaker (4749)

მე გეთანხმები პირადად. წელს არ მიყურებია, მაგრამ ძალიან მებრძოლი და დაუღალავი ბიჭია და ფლანგზე მართლა საინტერესო იქნება მაგის მოსინჯვა. განაპირა მცველების საშინელი დეფიციტის ფონზე მართლა უნდა ნახონ არ არის დასაკარგი

14:36 | 07.08.2013
lagashi (6738)

გრიგალავაზე რა აზრის ხარ?

15:43 | 07.08.2013
patrioti001 (188)

გრიგალავას ათამაშებენ მარცხენაე მაგიტომაც აქვთ კარგად საქმე...ეგ ცენტრალური მცველია აშკარად უბრალოდ მარცხენაზეც მამენტ ითამაშებს და რახან ვოლგა და კრილია ათამაშებს ეგ იმას არ ნიშნავს რო მარცხენა მცველია და ნაკრებში მანდ უნდა ითამაშოს...მარცხენაზე კვირკველია მიუხედავად ასაკისა შეუდარებელია ჩემის აზრით

15:00 | 07.08.2013
LU 001 KA (1043)

გრიგალავა ფლანგზე ვაბშე ნოლია პროსტა ბურთს მიიღებს და ურტყამს წინ უმისამართოდ....ეგ ცენტრალურია უფრო...მართალი თქვი შენ ქვევით ნავალოვსკი ნაკლებად გაპიარებულია...თორე მაგარი მუშა ფეხბურთელია და ტექნიკური

14:27 | 07.08.2013
lagashi (6738)

ეს ნავალოვსკი გამუდმებით თამაშობს, ყოჩაღ მაგას. იმედია პრემიერ ლიგაში გადავლენ მაგრამ...

14:52 | 07.08.2013
giorgi534 (234)

სკა ენერგიაშიც თუ ვერ მოხვდა სასტავში კარგად ყოფილა ჩვენი საქმა

14:59 | 07.08.2013
lagashi (6738)

ეგ ხომ მაგრამ წინა წლებშიც მახსოვს მუდმივად ათამაშებდნენ სხვადასხვა რუსულ კლუბებში, შესაძლებლობებთან შედარებით ნაკლებად გაპიარებული ფეხბურთელია რაღაც

0.066294
1077