ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ცენტრალური ნახევარმცველი გოგიტა გოგუა onedivision.ru-ს ვერსიით რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“გოგუა, რომელიც ტრადიციების ღალატს არ აპირებს, საგოლე კომბინაციებში მონაწილეობდა: პირველი, რომელიც პლეტინის მორიგი გოლით დასრულდა, მისი გრძელი დიაგონალური გადაცემით დაიწყო და ბოლოსწინა პასი აღმოჩნდა. მეორე კომბინაციაც არ იყო, მან საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარში იდეალურად მოათავსა. თან, იმ დროს, როდესაც “შინიკი” უკვე გამარჯვების აღნიშვნას აპირებდა” – იუწყება onedivision.ru გოგუას შესახებ.
განვლილი მატჩი 2:2 დასრულდა და გოგუამ ანგარიში ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაათანაბრა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტრადიციების ღალატს არ აპირებსო
გოგუა ფეხბურთელი კი არა ნაგავია საკუთარი ნაგვური ხასიათით. იყო დრო ვგიჟდებოდი ამ ფეხბურთელზე ეხლა კიდე გული მერევა.. რა დროს ამის ნაკრებია წადი ბაბა და მოთოხნე სადმე, ან მწვრთნელს ეჩხუბე შენს კარიერაში სულ რაღაც 232 -ე შემთხვევა იქნება
კაშიას ნაცვლად ეს შეუწყვილე კანკავს და მშვენიერი ცენტრი გვექნება
ჯერ რუსეთის პირველი ლიგა მივჯირყვნე და მერე მაგის სიმბოლური

მიღწევა
არ მესმის შენი ცინიზმი...რუსეთის 1 ლიგის პირველი ხუთეულის გუნდები საქართველოს ჩემპიონატის ერთად შეკრებილ საუკეთესო ფეხბურთელების გუნდ გადაურბენენ და გადმოურბენენ...მერე ხელფასები ისეთია ზოგი კაი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატს ჯობია...და დონეც არაა დაბალი მაგარი გუნდები არიან და ძლიერი ფეხბურთელები...გოგუას კიდე რუსეთში მაგარი სახელი აქ ამ ასაკში კიდე სიმბოლურში რო ხვდება მაგარია მაინც ....საქართველოს ნაკრებში აი როგორც ოქტი მოგვწონს მარტო ეგრე მომწონდა მე სულ გოგუა ყველაზე მაგარი ეგ იყო ხოლმე მინდორზე
ჩვრებად რო არიან ქცეული მაგ პირველ ლიგაში ეგ არაფერი?
იძახიან ასე ისეო ეგეთი საჭირო ფეხბურთელებიო და თუ გადავიდენ პრემიერ ლიგაში ნახმარი ჩვრებივით მოისხვრიან. მაგარი სახელი თუა რატო უშვებენ ყველას როცა დააღწევენ პირველ ლიგას თავს
+1111111
ყოჩაღ!