ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგიამ განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება ძალიან სურს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის.
“პრემიერლიგაში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება. რაც შეეხება რუსეთის პირველ დივიზიონს, იქ თამაში პრემიერლიგაზე ძნელია. ეს როგორ ავხსნა? პირველ დივიზიონში ბევრს დარბიან, თუმცა, აზროვნება ნაკლებია”, – იუწყება გოგუას სიტყვებს რუსული პრესა.
ქართველის თქმით, ხაბაროვსკში მოთამაშე ფეხბურთელებს ძეგლი უნდა დაუდგან:
“მათ, ვინც ხაბაროვსკში თამაშობს ძეგლი უნდა დაუდგან, რადგან ამხელა მანძილზე გადაფრენები ძალიან ძნელია”.
აქვე გეტყვით, რომ გოგუა, რომელმაც განვლილი სეზონში გორის “დილაში” დაასრულა, “სკა-ენერგიაში” ზაფხულში გადავიდა.