ფეხბურთი

16:51 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა და ალადაშვილი “ტორპედოსთან” დამარცხდნენ

კვიპროსზე შეკრებაზე მყოფი ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელშიც გოგიტა გოგუა, კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი ირიცხებიან, რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასის გათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა.

ხსენებული ტურნირი ყოველწიურია და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ტარდება. განვლილ მატჩში, გოგუამ და ალადაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნავალოვსკი მოედანზე არ გამოჩენილა. “სკა-ენერგიაში” ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მცველის ახრიკ ცვეიბას ვაჟი სანდრო ცვეიბა. მან 90 წუთი იასპარეზა და 84-ე წუთზე გააფრთხილეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113434