სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში, ერევნის “ბანანცმა”, სადაც უჩა გოგოლაძე გამოდის, თავის მოედანზე “განძასარი” 1:0 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. 23 წლის გოგოლაძემ, რომელიც ერევნელებს ზამთარში დაემატა, სომხეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ტრავმირებული შოთა ჯიქია, “განძასარის” 18-კაციან შემადგენლობაში არ იყო. “ბანანცი” 34 ქულით 8 გუნდში მეორეა, ხოლო “განძასარი” 24 ქულით მეექვსეა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, “ტირასპოლმა” სტუმრად “აკადემიას” 2:0 აჯობა. ამჯერად, ლაშა ჯაფარიძეს ტირასპოლელებში არ უთამაშია. “ტირასპოლი” 57 ქულით 12 გუნდში მეორე ადგილზეა და ლიდერ “შერიფს” 11 ქულით ჩამორჩება.