ფეხბურთი

13:27 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგოლაძემ გოლი გაიხსენა, ცინცაძემ “დაუგავას” მოაგებინა

რუმინეთის საფეხბურთო ლიგა I -ის 27-ე ტურში, “კლუჟმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჭანტურია იცავს, სტუმრად გალათის “ოცელულს” 1:0 მოუგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის 38-ე წუთზე შეცვალეს. “კლუჟს” 38 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) ზედა ექვსეულში ფამაგუსტას “ანორთოსისი” კვლავ წარუმატებლად თამაშობს. ამჯერად, ფამაგუსტელებმა შინ აპოელ-თან 0:1 წააგეს. შოთა გრიგალაშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 68-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისი” 38 ქულით მეექვსეა.

“ერმისი”, რომელიც გასულ კვირაში კვიპროსის თასის ფინალში გავიდა, თავის მოედანზე “აპოლონთან” 0:4 დამარცხდა. ლევან მაღრაძემ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. “ერმისი” 55 ქულით მეოთხეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში სეზონის განახლდა და ტურკუს “ინტერმა” გასვლაზე იარო-ს 2:0 მოუგო. ირაკლი სირბილაძემ სტუმრებში თავიდან ბოლომდე ითამაშა და 79-ე წუთზე გააფრთხილეს.

დანიის სუპერლიგის 26-ე ტურში, “ორჰუსი” სტუმრად “კოპენჰაგენთან” 0:1 დამარცხდა.  მათე ვაწაძე და დავით დევდარიანი მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდნენ. პირველი მათგანი 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 81-ეზე. დავით სხირტლაძე 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ორჰუსი” 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის მე-4 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, გასვლაზე “იელგავას” 3:0 სძლია. ირაკლი კლიმიაშვილმა გამარჯვებულებში სრულად იასპარეზა, ხოლო ლაშა დვალი სამატჩო განაცხადში არ იყო. “სკონტო” 6 ქულით 10 გუნდში მეოთხეა.

დაუგავპილსის “დაუგავამ” შინაურ კედლებში რიგის “დაუგავას” ბიძინა ცინცაძის გოლის წყალობით აჯობა – 1:0. ცინცაძემ 90 წუთი ითამაშა და თავი 88-ე წუთზე გამოიჩინა. 56-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ხუმარაშვილი და გიორგი ჩიხრაძე მასპინძლებში სრულად გაისარჯნენ. მათ მსგავსად ჯემალ ჯალიაშვილიც სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. დაუგავპილსელები 6 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან.

სომხეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, თავი უჩა გოგოლაძემ გამოიჩინა. ერევნის “ბანანცმა” გასვლაზე “ალაშკერტთან” 2:2 ითამაშა და ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა. ის მატჩის ბოლომდე არ შეუცვლიათ. გოგოლაძისთვის მიმდინარე სეზონში ეს მესამე გოლია. “ბანანცი” 35 ქულით 8 გუნდში მეორეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში “გრანიტასმა” კლაიპედაში “ბანგას” 1:0 აჯობა. გიორგი ალავერდაშვილმა “გრანიტასში” შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ჩარგეიშვილი კი, 85-ე წუთზე შეცვალეს. “გრანიტასი” 10 გუნდში 9 ქულით მეხუთეა.  

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, “ლოკომოტივმა” სტუმრად “ტამეკასთან” მატჩი 2:2 დაასრულა. ლაშა ნავერიანმა “ლოკომოტივში” მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “ლოკომოტივი” 1 ქულით 10 გუნდში ბოლოა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, “ფახთაქორმა” ტაშკენტში “ოლმალიგს” 1:0 მოუგო. კახა მახარაძემ ტაშკენტელებს ორი ტაიმი უკაპიტნა და მე-18 წუთზე “გააყვითლეს”. “ფახთაქორი” 14-გუნდიან გათამაშებას 15 ქულით ლიდერობს.

“ბუხარა” “სოგდიანას” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გიორგი კვესიეშვილმა “ბუხარას” რიგებში 90 წუთი გაატარა. “ბუხარა” 9 ქულით მეექვსეა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში “ატირაუმ” სემეის “სპარტაკი” მიიღო და 2:1 სძლია. გიორგი ფეიქრიშვილი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს. “ატირაუ” 11 ქულით 12 გუნდში მეოთხეა.

“ჟეტისუ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, სახლში ყარაგანდის “შახტიორთან” 1:2 დამარცხდა. თეთრაძის გუნდს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-6 პოზიცია უკავია.

გერმანიის მე-3 ლიგის 34-ე ტურში, “უნტერჰახინგმა” “ელვერსბერგს” უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაიტანა. ლუკას ჰუფნაგელი მასპინძლების სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 37 ქულით 20 გუნდში მეჩვიდმეტეა.

“ჰალეშერმა” სტუმრად “საარბრიუკენთან” 0:3 წააგო. აკაკი გოგიამ “ჰალეშერში” სრულად ითამაშა და მე-17 წუთზე გააფრთხილეს.  “ჰალეშერი” 46 ქულით მეცხრეა.                

ხორვატიაში სპლიტურ დერბიში “ჰაიდუკმა” “სპლიტი” 1:0 დაამარცხა. გიორგი ილურიძეს მასპინძლებში კვლავ არ უთამაშია. “ჰაიდუკს” 58 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-3 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130492