ფეხბურთი

14:35 | 29.09.2013 | ნანახია 2177 - ჯერ

გოგიტა გოგუა: “ხაბაროვსკში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება “სამიანზეა”

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-16 ტურში ვლადიკავკაზის “ალანიასთან” საშინო მატჩამდე, “სკა-ენერგიას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ ხაბაროვსკში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება “სამიანზეა”.

გოგიტა გოგუა: მომავალი მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. ახლა ტემპი ავიღეთ და პირველი დივიზიონის ლიდერებს კვალში ვუდგავართ. გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება. “ალანია” კარგი გუნდია და განსაკუთრებული განწყობა არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ფეხბურთელებს ესმით საქმე ვისთან აქვთ. სამწუხაროა, რომ მეტოქის რიგებში ჩემი მეგობარი ოთარ მარცვალაძე არ ითამაშებს.

- მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანეთ. უახლოეს პერიოდში საკუთარი ანგარიშის გაზრდას აპირებთ?

- თითოეული მოთამაშე რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაზე ოცნებობს, მათ შორის მეც. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები ჩვენი გულშემატკივრების იმედი გავამართლო. თუმცა, ჩემთვის მთავარი გუნდური შედეგია.

- ხაბაროვსკში თქვენ გუნდს თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუწევს.

- ჩემი აზრით, ჩვენთვის ეს პლუსია, რადგან ამ მოედანზე ორჯერ უკვე ვითამაშეთ და ეს მომავალ მატჩშიც წაგვადგება... ისე, ხაბაროვსკში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება “სამიანზეა”. ასეთი კარგი გუნდი გყავდეს და ამავე დროს, შესაბამისი მოედნის საფარი არ გქონდეს ჩემთვის გაუგებარია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:30 | 30.09.2013
soselia (747)

mtavaria shen tamashobb xutianze xo??:-D:-D

13:30 | 30.09.2013
soselia (747)

mtavaria shen tamashobb xutianze xo??:-D:-D

07:51 | 30.09.2013
lukamera (321)

ამ კაცს შეეძლო მაგარი ფეხბურთელი გამხდარიყო.შოტლანდიურ ჰართსში გადასვლი შანსი ქონდა და როგორც მახსოვს კლუბის პრეზიდენტმა არ გაუშვა.შოტლანდიაში მიაღწევდა იმ დონეს ნაკრებს რო გამოადგებოდა.ნიჭი ნამდვილად ქონდა.ყოველთვის ჟილკიანად თამაშობდა ნაკრებში

05:06 | 30.09.2013
ირაკლი1986 (2288)

ერთი საქართველოს ჩემპზე კითხეთ შეაფასოს.............

19:39 | 29.09.2013
sabonis (9584)

ოთხიანზე მაინც გეთქვა. ვერ სწავლობს რა ეს კაცი ჭკუას.

19:33 | 29.09.2013
tengoroma (4673)

.

0.07125