ფეხბურთი

13:05 | 10.08.2014 | ნანახია 336 - ჯერ

გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" ითამაშებს

20 წლის ქართველი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი მოლდოვის "საქსანში" გადავიდა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში 3 ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა. "საქსანს" წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ვლადიმირ ლიუტი წვრთნის.

გოგინაშვილმა გასული სეზონი რუსთავის "მეტალურგში" ჩაატარა და დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ალექსანდრე ჩივაძემ ის 21-წლამდელთა ნაკრებშიც ათამაშა.

ფეხბურთელის ტრანსფერზე ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" აგენტმა დავით ყენიამ მიაწოდა:

"გოგინაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს მოლდოვური კლუბი. მწვრთნელ ლიუტის დიდი გეგმები აქვს და არაა გამორიცხული, გაისად ირაკლი სხვა, უფრო ძლიერ გუნდში ვიხილოთ".


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:34 | 10.08.2014
levani82 (41682)

ეს ამბავი კაი ხანია, რაც ვიცოდი. წარმატებები გოგინ

13:47 | 10.08.2014
pirlo (1162)

უი მთავარი, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კალაძე გამომრჩააააა, არ წაიკითხოს კახიმ და არ ეწყინოს არადა ძაან დიდ პატივს ვცემ ამ პიროვნებას

13:45 | 10.08.2014
pirlo (1162)

საიდან პოულობენ ასეთ გუნდებს, ან საიდან მოყავთ ეს აგენტები ასეთ გუნდებს რომ სთავაზობენ.... ვიღაც მეტყვის ეხლა აბა უკეთეს ჩემპიონატში არავის მიყავსო და......... გავოგე მაგრამ როგორ უნდა დამაჯეროთ რომ მოლდოვის ჩემპიონატი ჯობია საქართველოსას (მიუხედავათ იმისა რომ ჩვენიც ძაან სუსტია) ან განა რა ფულით აქვთ მოლდოვაში რომ ასეთ მიმზიდველ შემოთავაზებებს იღებენ რომ ცდუნებას ვეღარ უძლებენ!!! მოკლედ მივექანებით და მივექანებით უფსკრულისკენ..... არადა არ ეკადრება იმ ქვეყანას ასეთი რამე რომელსაც, ყიფიანი,მეტრეველი, მესხი, გუცაევი, პაიჭაძე,ჩივაძე თუნდაც ქინქლაძე არველაძე ქეცბაია ყავდა.......... დღეს კი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელოც კი იკარგება და მახიმუმი რუსეთის ან უკრაინის ჩემპიონატია, თორემ სომხეთის აზერბაიჯანის ყაზახეთის და აგერ კიდე მოლდოვის ჩემიონატები ხო გაივსო ქართველებით

13:17 | 10.08.2014
matri (2779)

შერიფში თუ წავა კარგი იქნება, მაგრამ იქ მოხვედრა ადვილი არაა, მთავარია ზიმბრუში არ წავიდეს ძალიან აფერისტი ხელმძღვანელობა ყავს.

13:12 | 10.08.2014
AZARISHVILI (788)

იმედია ისეთი გახდება რომ უკეთეს ჩემპიონატში ვიხილავთ

0.066247
336