ფეხბურთი

13:32 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგიამ სეზონი გოლით განაახლა

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-18 ტურში, “ქასიმფაშამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, საკუთარ მოედანზე “ქარაბიუქსფორს” ვერ მოუგო – 0:0. “ქასიმფაშას” 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

გერმანიის მე-3 ლიგაში სეზონი განახლდა და აკაკი გოგიამ გოლი მიითვალა. “ჰალეშერმა” სტუმრად “ვისბადენს” 3:0 მოუგო და ქართველმა ნახევარმცველმა 52-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. გოგიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო “ჰალეშერს” 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავია. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს “ინტერმა” “ტურუნ პოლოსეურა” მიიღო და 3:2 სძლია. ირაკლი სირბილაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის “ორჰუსმა”, რომლის ღირსებასაც მათე ვაწაძე, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე იცავენ, ამხანაგურ შეხვედრაში “რანდერსთან” 1:2 წააგო. დევდარიანს არ უთამაშია, ხოლო დანარჩენი ქართველი ლეგიონერები მოედანზე 63-ე წუთზე შევიდნენ.

უკრაინულმა მარიუპოლის “ილიჩივეცმა” საკონტროლო შეხვედრა პირველი ლიგის “ოლექსანდრიას” 1:0 მოუგო. 20 წლის მცველმა ლევან მახარაძემ მარიუპოლელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10899