ფეხბურთი

16:01 | 2.02.2014 | ნანახია 2039 - ჯერ

გივი კვარაცხელია "ჩიხურაში" ითამაშებს

სოსო ფრუიძე: "ბიუჯეტს ხვალ დაგვიმტკიცებენ"


გამოცდილი მცველი გივი კვარაცხელია საჩხერის "ჩიხურაში" ითამაშებს. სოსო ფრუიძის გუნდს ერთი ცენტრალური მცველი აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან გიორგი რეხვიაშვილი თბილისის ”დინამოში" დაბრუნდა. 34 წლის კვარაცხელია კი, პირიქით, "დინამოდან" გადავიდა ზემოიმერულ კლუბში. "ჩიხურა" კვარცხელიასთვის კარიერაში მე-12 კლუბია.

კიდევ ვის დაიმატებენ საჩხერელები? სოსო ფრუიძემ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას ორშაბათისთვის ელიან და მანამდე ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს ამბობს. გადაწყვეტილი ჯერ ისაა, რომ საბა ლომია ითამაშებს "ჩიხურაში". როგორც იცით, ლომიამ გასული სეზონი "მერანში" გაატარა, ხოლო ამ სეზონში "ზესტაფონში" გახლდათ.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:20 | 03.02.2014
datobarcazesta (1678)

ტიკი ტაკაა რა ვინ სად გადადის კაცმა არ იცის

21:28 | 02.02.2014
ogafa (10143)

გვარიანად გაძლიერდა ჩიხურა

18:24 | 02.02.2014
M.U2015 (19400)

არასდროს არ მომცონდა ეს კვარაცხელია

18:23 | 02.02.2014
Becks23 (1117)

მაგარი კაცია კვარა გამოადგება ჩიხურას ძან

16:46 | 02.02.2014
tornike_qochlaa (5528)

ეჰ კვარას უკან მიკელ ალვაროა ნეტა არ შემეხედა მომენატრა მისი გასროლები რა გუნდი გვყავდა ჩემპიონები რო გავხდით ...

16:41 | 02.02.2014
tornike_qochlaa (5528)

კვარა მაგრა გამიხარდა რო არ დამთავრე კარიერა ძმა ხარ ყველაზე მაგარი კაცი და პროფესიონალი ხარ შენი საქმის შენი წარმატება სუ გამიხარდებაა )))))))))))))))

16:37 | 02.02.2014
araza-1918 (6330)

კვარა და ლომია ევროპაზე გამოგვადგება

16:36 | 02.02.2014
El Fenomeno (2082)

კარგია ჩიხურა ცოტა კიდევ უნდა მოლიერდეს

16:23 | 02.02.2014
levani82 (41682)

lasha.qobalia

გეთანხმები კვარა ნამდვილი დინამოელია

16:21 | 02.02.2014
111111 (5084)

წარამტებები კვარა!! ნამდვილი დინაომოელი ხარ!!

16:15 | 02.02.2014
matri (2779)

_____________სომხიშვილი_____________

_ოდიკაძე_კვარაცხელია__ლომაშვილი_კაშია_

_კვასხვაძე__ჯიღაური__ბეჭვაია__დეკანოიძე_

____________ლომია_გაბედავა___________

სათადარიგოები:დათუნაიშვილი,ჩიკვაიძე შინდაგორიძე,წინამძღვრიშვილი,თევდორაძე(GK)

16:17 | 02.02.2014
elbera1 (1358)

საქართველოს ცემპისთვის კარგი სემადგენლობა ყავს. და ევროპისთვის უფრო უნდა გაძლიერდნენ

0.06761