ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ონილმა გადაწყვიტა, რომ მოახლოებული მატჩებისთვის შეკრებაზე შეი გივენი გამოიძახოს. 38 წლის ცნობილი მეკარე ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ თამაშობდა ნაკრებში.
როგორც იცით, ირლანდია 7 სექტმებრს თბილისში საქართველოს შეხვდება ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში. მანამდე კი, "მწვანე არმია" 3 სექტემბერს ომანს უმასპინძლებს ამხანაგურში.
გივენს ნაკრებში 125 მატჩი აქვს ჩატარებული და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გახლდათ ნაკრებში შეუცვლელი მეკარე. გივენი ამჟამად "ასტონ ვილაშია".
ონილს ჯერ 36-კაციანი გაფართოებული სია აქვს, რომელიც უკვე შემოგთავაზეთ. იქ 4 მეკარე იყო (ფორდი, ვესტვუდი, რენდოლფი და ელიოტი), ახლა კი გივენიც დაემატა.