კალათბურთი

10:58 | 18.05.2013 | ნანახია 1042 - ჯერ

გიორგოს კეცელიდისი: „წლეულს, შარშანდელზე ნაკლები ბიუჯეტით, უკეთეს პოზიციაზე გავედით“

 

„შსს აკადემიასა“ და „ოლიმპის“საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ფინალური შეხვედრების სერიის დაწყებამდე „შსს აკადემიის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგოს კეცელიდისმა და ამავე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ „მსოფლიო სპორტთან“ წინასაფინალო კომენტარი გააკეთეს:

გიორგოს კეცელიდისი: „ფინალი ჩვენთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ, კლუბის წარმომადგენლობა, ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ, რადგან წლეულს, შარშანდელზე ნაკლები ბიუჯეტით, უკეთეს პოზიციაზე გავედით. არ დაგავიწყდეთ, შარშან მე-5 ადგილი დაიკავა „აკადემიამ“. ასე რომ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.

მიმდინარე სეზონი ჩვენთვის „ქუთაისთან“ ბოლო შეხვედრის ბოლო სირენით დასრულდა. კმაყოფილები ვართ იმით, რაც უკვე გავაკეთეთ და ახლა სტრესისა და ნერვიულობის გარეშე ვითამაშებთ. უბრალოდ, ვეცდებით, ვისიამოვნოთ ფინალური შეხვედრებით და შესაბამისად, ვასიამოვნოთ მაყურებელიც.

ჩვენთვის ფინალში თამაში ახალი გამოცდილებაა „ოლიმპისგან“ განსხვავებით, რომელმაც შარშან სწორედ ფინალში წააგო. ალბათ, „ოლიმპის“ წევრებს უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოუწევთ თამაში, რადგან რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულეს, დღემდე კი ორ ფინალში არ გაუმართლათ - შარშანდელ სუპერლიგასა და თასის ფინალში. მათ საკმაოდ მარტივი შეხვედრები ჰქონდათ, ადვილად მოვიდნენ ფინალამდე და უფრო დასვენებულები იქნებიან.

მინდა პატივისცემა გამოვხატო მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ, ეს კოლექტივი დაკომპლექტებულია ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელით და მენეჯერით, ჩვენებზე ბევრად გამოცდილი მოთამაშეებით, როგორიცაა თუნდაც მილოშევიჩი.

ფინალში ჩვენი სისუსტე, ალბათ, გამოუცდელობა იქნება. აქამდე არ მივსულვართ ამ ეტაპამდე. ვიმედოვნებ, მსაჯები ისეთივე სამართლიანები იქნებიან, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში და „ოქროს შუალედს“ შეინარჩუნებენ. მათ კარგად იციან, რომ ვარსკვლავები მოთამაშეები უნდა იყვნენ თამაშში და არა მწვრთნელები და მსაჯები.

ძალიან ძნელია „ოლიმპის“ სუსტი მხარის პოვნა, რადგან მას ძალიან კარგი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს ყველა პოზიციაზე, ფარქვეშ თამაშსაც კარგად ართმევენ თავს და მსროლელებიც კარგები არიან თავიანთ საქმეში, განსაკუთრებით მილოშევიჩი და ფაცაცია. ასევე დაიმატეს ახალი მოთამაშე, ამერიკელი დარენ მური, რომელმაც კარგად იცის ევროპული კალათბურთი. ვფიქრობ, ეს გუნდი კარგადაა შევსებული ყველა პოზიციის მოთამაშით და სუსტი მხარე არ გააჩნია.

რაც შეგვეხება ჩვენ, არ გვყავს ყველა მოთამაშის „დამჭერი“ ძალა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი, ვეცდები, სხვა მეთოდებით გავაჩეროთ მეტოქე.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს კალათბურთი და მოვუწოდებ მათ, მოვიდნენ და უყურონ ფინალურ შეხვედრებს. ჩვენი მხრივ, სანახაობრივ და ემოციურ საათებს ვპირდებით მათ“.

ლევან მიქაბერიძე: „ეს კლუბის მეხუთე სეზონია და პირველი ფინალი, შესაბამისად, გაანალიზებული გვაქვს, რომ ბევრად გამოცდილ გუნდთან გვექნება შეხვედრა. კალათბურთის ყველა ქომაგს მოვუწოდებთ, მოვიდნენ თამაშზე და გავავსოთ სპორტის სასახლე, ჩვენ კი პირობას ვაძლევთ, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახაობა ელით.

ვინც თვალს ადევნებდა სუპერლიგას და ეროვნულ ჩემპიონატს ბოლო 15 წლის განმავლობაში, დამეთანხმება, რომ ყველაზე თანაბარი ძალების გუნდების ფინალი გველის, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება.

სავარაუდოდ, ეს ერთ0ერთი უკანასკნელი ინტერვიუა „მსოფლიო სპორტთან“ ამ სეზონში და მინდა ვისარგებლო შანსით და მადლობა გადავუხადო კლუბის, მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის, ჩემი, როგორც სპორტული დირექტორის და მენეჯერის, მამუკა გოგლიძის სახელით - კლუბის ხელმძღვანელებს, პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს, პრორექტორს, რექტორს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც რაიმე წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებაში.

ვიმედოვნებთ, ჩვენი გამოსვლით ყველა კმაყოფილი დარჩება, რაც თავის კომენტარში მწვრთნელმაც აღნიშნა“.


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:27 | 21.05.2013
yellow (84)

მეც შენნაირი გულშემატკივარი ვარ და ამით მე არაფერი მაკლდება, გარდა იმისა რომ ვხედავ ჩემი საყვარელი სპორტი როგორ მიექანება ჭაობში!! ქართულმა ფეხბურთმა ეს უკვე გაიარა, მაგრამ გადარჩნენ რადგან ფეხბურთია და უფრო პოპულარულია, კალათბურთი ამ ამბიციებს შეეწირება, ამ ხ ა ნიგა ხალხის ამბიციებს!!

23:24 | 21.05.2013
yellow (84)

კი მაგაშI მეც გეთანხმები, მაგრამ.. ამ შემთხვევაში ვისაც ამჯობინებენ პატარებს იმათ ვერ ჯობიან და ეს უსამართლობაა.. მათი გამოუცდელობა და უსუსურობა აგერ უკვე ფინალის მეორე თამაშIა კარგად ჩანს.. ნაკრებში გამოცდილები გვჭირდება სეთ გადამწყვეტ და საპასუხისმგებლო მომენტებში თორე მე არ უარვყოფ, რომ მათ ნაკრები მოუწევთ და სეც უნდა იყოს თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია, ოგონდ გირსეულ თაობებს არ უნდა გადააბიჯონ და დაუმსახურებლად არ უნდა მოექცნენ.. ჩევენი კალათბურთის პრეზიდენტი რომ რამის მოდებაში იყოს, ფინალებზე მინიმუმ დარბაზი უნდა იყოს სავსე, აღარ დავიწყებ ჯარი შეცდომებისა და უმოქმედობების ჩამოთვლას რაც მათ იკადრეს !! მაგრამ მოდებაში არ არიან.. მარტო ვიგაცის შვილი იმის ძმაკაცის ვიგაც და ყვავი ჩხიკვის !!ეს უსამართლობაა !! მარტო ამაზე მწყდება გული

15:02 | 21.05.2013
takataka (14)

ვერ დაგეთანხმები, უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება ,რომ მომავალი თაობა ბევრად უფრო ნიჭიერი და მობილიზებულია დღევანდელ ცხოვრებაში და ბევრ 30 წლისას 19 წლის სჯობნის,ასეა ყველა სფეროში და მათ შორის სპორტშიც...ეს ჩემი სუბიექტური აზრი და ხედვაა

11:52 | 20.05.2013
yellow (84)

ოლიმპს რათქმა უნდა ყავს ლეგიონერები მაგრამ, თუ ზუსტად მახსოვს უფრო მეტ ქართველს ათამაშებს, თუ არ მახსოვს ზუსტად, ბოდიში მომითხოვია

11:50 | 20.05.2013
yellow (84)

მიყლაპავს სიტყვებს ეს რაღაცა ასე რომ ზოგან აზრი დაუსრულებელია, მე მაპატიეთ )))

11:47 | 20.05.2013
yellow (84)

უკადრავად - კალათბურთი ))))) არა ლეჟავას დაჩაგრულად არ ვთვლი, მეტიც შემიძლია გითხრა მაგრამ არ გეტყვი.. სხვებს ვთვლი დაჩაგრულად და ეს ყველა კალათბურთში ჩახედულმა ადამიანმა იცის !! რომ ბოქოლიშვილზე და როგოავაზე მეტად იქ ფარღალავა ბერიშვილი ჭოჭუა და არ ჩამოვთვლი კიდევ დანარჩენებს რომ უნდა იყვნენ თუნდაც სინჯებზე.. მე არცერთი შსსელის თამაშს არ ვგმობ ))) უბრალოდ ჯერ პატარები არიან ასეთი დონის ნაკრებისთვის, ამას ყველა და როცა უსტიაშვილი ამბობს რომ ახალგაზრდები ნაკრებს აქედანვე უნდა შეეჩვიონო, ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მოდებაში არ არის კალათბურთის !! რადგან ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებიი უფრო გამოცდილი მოთამაშეების საქმეა!! ეს არის ჩები კომენტარი))) რაც შეეხება მიქაბერიძის გაკრიტიკებას, არავინ აკრიტიკებს, ისიც კი ვთქვი დასაფასებელია მისი კალათბურთისადმი სიყვარული მეთქი !!! ასე რომ რაზეც ვსაუბრობ იმაზე შემეკამათე თუ გინდა ))))))

11:05 | 20.05.2013
takataka (14)

yellow კალათბურთი ჰქვია ამ თამაშს, რომელზეც შენ საუბრობ და არა "კალადბურთი",ჰოდა ჯერ ის ისწავლე თამაშს რა ჰქვია და მერე აკრიტიკე მიქაბერიძის ემოციები და შსს აკადემიის ქართველი მოთამაშეები.შენ რა ბრმა ხარ? ოლიმპს რა არ ყავს ლეგიონერები? თანაც რამდენი?როგავას და ბოქოლიშვილის ასაკსაც გადახედე,მათ ასაკში ასეთი თამაში დიდი გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის,აბა ლეჟავას თვლი შენ დაჩაგრულად? ხა, ხა ,ხა ,მოკლედ მთელი საქართველო შეიშალა და ყველანაირად უკუღმა აზროვნებს ეს ხალხი რა ...

20:59 | 19.05.2013
yellow (84)

ჰაჰაჰაჰა ისე მიქაბერიძის სიყვარული კალადბურთისადმი რომ დასაფასებელია, ამაზე არავინ იდავებს, მაგრამ.. შსს ცარიელი ლეგიონერებია, გამოცდილი ქართველი მოთამაშეების ნაკლებობას განიცდის. ასე რომ ლოგიკურია თუ არ ვიკამათებთ ლეგიონერები ჯობიან თუ არა ოლიმპის რომელიმე ქართველს. არავის დაავიწყდეს გადაჭრილი რუსთავის გუნდთან წაგება ქორქია - საკანდელიძის მემორიალზე, რა პაზორი ჭამა თითოეულმა შსსელმა, მაშინ მახსოვს მიქაბერიძე დადიოდა და აგონიაში მყოფი ბუტბუტებდა ეს რა დაგვემართა, ეს რა დაგვემართაო. თითქმის არც მეეჭვება, რომ ოლიმპი მოიგებს, მაგრამ კალადბურთია და ვნახოთ რაც იქნება.. წარმატებები ორივე გუნდს

22:33 | 19.05.2013
eke99 (1362)

ცარიელი ლეგიონერები როგორა ეროვნულში როგავა და ბოქოლიშვილი მიიწვიეს. ანთაძე და ბექაურიც ყავთ ტუ გაინძრნენ ათამაშდებიან. არმია სჯობდა მილიონებით?

22:44 | 19.05.2013
yellow (84)

მოდი მაგათზე ნუ ვილაპარაკებთ, ყველამ კარგად იცის ვინ და რატომ მიიწვიეს ნაკრებში, თუ ვინმეს კიდევ არ უნდა მაგის დანახვა და აღიარება, ეგ უკვე მისი პრობლემაა !!! )))))))))

22:30 | 19.05.2013
eke99 (1362)

აბა სხვა ქართველები გაზულუქებულები რომ არიან ის არავინ იცის ალბატ? რაც შსს იწვევდა ყველას და ყველამ აბრეხვა ფასები. შსს 16 წლამდელებში ფინალს იგებენ ეგერ ხვალ და როგორ არ ყავს თაობა და 18 წელამდელებში. ქართველების ფასები რომ შეადარო არმია-ოლიმპის ვოობშე ცაში ადიან. შსს ყველაზე სწორად აწყობს ბოლო ორი წელია გუნდს და მაგიტოაც ვქომაგობ მათ!

22:46 | 19.05.2013
yellow (84)

გაზულუქებული ქართველები მართალია ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ არსებობენ ისეთებიც ვინც შრომობენ და შრომობენ არა იმიტომ რომ იტრაბახონ საქართველოს ნაკრებით , არამედ იმიტომ რომ ეამაყებათ ქართული დროშის დაცვა, მაგრამ მასეთებს ნაკრებში არ ეძახიან და ეძახიან ისეთებს რომელთა უმრავლესობაც არის დგეს გამოძახებულუ !! არცხვენენ მთელ საქართველოს და ჯილკას უკარგავენ ბიჭებს არ დაფასებით^ !!!

04:48 | 20.05.2013
eke99 (1362)

Vin iko gamosadzaxebeli nakrebshi mitxari da vin shromobs imdens rom tundac bokolishvils sjobia? Nu daicyebt im temebis camocevas rom nakrebshi ratom araa isa da esa,da arika es shromobs.ras shromobs an vin shromobs. Vinc shromoba is finalshia da vinc arada da xval gaxedav abxazetis xmas an sportis sasaxles liveshi

22:31 | 19.05.2013
eke99 (1362)

პაზორი ის იყო რომ რუსთავს 44 ქულა დაადეს და ახლაც ვინც დარჩა დადებული ჩანს. თორემს საკანდელიძეს მემორიალი სპარინგ მატჩებად გამოიყენეს

22:43 | 19.05.2013
yellow (84)

პაზორი ზუსტად ეგ არის რომ 44 ქულის მერე ასეთი მნიშვნელოვანი თამაში წააგეს !! ახლა რათქმა უნდა იტყვი სპარინგათ გამოიყენესო აბა რაა ) ჰაჰაჰა საკუთარი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი მიქაბერიძის სახე როგორ გაუტყდა

02:42 | 20.05.2013
eke99 (1362)

მაგას გაუტყდებოდა ყველა თამაშის უტყდება მაგრამ თასი მოიგეს და გადაახიეს ყველა გუნდს თავზე ბურთი და მეტი რაღა გინდა.Uყურეთ ახლა Oლიმპი -შშსს ისიამოვნეთ საუკეთესოების ხილვით)))))0

15:27 | 19.05.2013
takataka (14)

miura ნწ ნწ ნწ რა ჩახედული ხარ საქმეში ?როგორც ჩანს ბევრს ოცნებობ

02:46 | 19.05.2013
miura (100)

ლევან მიქაბერიძე მიხვდა როგორც იქნა და შსს-მ მსაჯებთან დაიჭირა საქმე. შედეგებიც მოვიდა

23:49 | 18.05.2013
takataka (14)

ერთსაც მოიგებს და უფრო მეტიც,სუპერ ლიგასაც და სუპერ თასსაც და საერთოდ წელს ამ გუნდმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.ეს როგორც მოთამაშეების და მწვრთნელების,ასევე მათი ხელმძღვანელობის დამსახურებაც არის, აღფრთოვანებული ვარ ბატონი ლევან მიქაბერიძით,მართლაც რომ ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს,ძალიან დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოვხატავ პირადად ამ ადამიანის მიმართ

23:26 | 18.05.2013
AleC (2003)

აუ ეს რა კაცია :დდდ

საერთო ჯამში შსს-ს რო ქუთაისზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს მაგაზე კამათს არ დავიწყებ. რეალობას ვხედავ დამშვიდებულ გონებაზე და ამიტომ ვამბობ, მიუხედავად ქუთაისის უდიდესი გულშემატკივრობისა..

მე დავწერე ჩემი აზრი, მაქსიმუმ 1 თამაში მოიგოს შსსმ-მეთქი და ცნობისთვის, არაფერს ნიშნავს მაგის გახსენება :დდ რეგულარული სხვაა და ფინალი სხვა

23:36 | 18.05.2013
takataka (14)

მე თუ მგულისხმობ ალექს კაცი არ ვარ,ქალი ვარ

22:35 | 18.05.2013
takataka (14)

alec ანუ მაგით რის თქმას ცდილობ? აღიარებ რო ქუთაისი სუსტი გუნდია და რადგან 1 თამაში გაუჭირდა შსს ს მაგიტო ვერ მოუგებს ოლიმპს?და გაიხსენე რამდენჯერ მოუგო შსს მ ოლიმპს და ქუთაისს ? ასე რომ შენ ვერ ქაჩავ გაპრავებააასსს "დიდიას ფანო "

21:45 | 18.05.2013
eke99 (1362)

Dzlibs mogebas ras ucodeb 17 da 20 qulit gamarhvebas? Tu msajebianad rom mouges qutaiss? )))))

21:21 | 18.05.2013
AleC (2003)

შსს ქუთაისს გაჭირვებით გასცდა, 1 თამაში მოიგონ მაქსიმუმ

takataka გაპრავებაც ასეთი უნდა :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

20:54 | 18.05.2013
takataka (14)

miura დიდია ისედაც ყრუა და არაუშავს გაეხსნებოდა სმენის უნარი შსს აკადემიის გუნდს კი ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას,მინდა რომ გაიმარჯვოს,მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობ,აბა თქვენ იცით !

16:45 | 18.05.2013
khvadagiani (320)

კარგი მწვრთნელია კეცელიდისი, ყველაზე გამორჩეული სუპერლიგაში, 2 ივე გუნდი იმსახურებს ფინალში თამაშს გირსეული ფინალია )))))

16:18 | 18.05.2013
sofi (519)

ზაზაც გყავდეთ და ეგ არის, 6-5-ზე შსს-ს სასაგრებლოდ.... :დ ;დ

"ვინც თვალს ადევნებდა სუპერლიგას და ეროვნულ ჩემპიონატს ბოლო 15 წლის განმავლობაში, დამეთანხმება, რომ ყველაზე თანაბარი ძალების გუნდების ფინალი გველის, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება." - რაც შეეხება მიქაბერიძის ამ კომენტარს, ბოდიში ბ-ნო ლევან მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ყველაზე თანაბარი ძალების გუნდების ფინალი იქნება.... ჩვენც გვახსოვს კარგი ფინალები და თან არაერთი...

15:54 | 18.05.2013
giorgi_asatiani12 (69)

ნამუსი კარგი საქონელი არი!!!
ბიუჯეტი გუნდების არი შემდეგნაირად(ვიცი კარგად და ნუ შემეკამათება ნურავინ). 1)არმია.2)შ.ს.ს 3)ოლიმპი.4)რუსთავი.5)ქუთაისი.6)სოხუმი და დინამო.არმიას გაცილებით დიდი ვიდრე სხვებს,შ.ს.ს და ოლიმპი გაცილებით მეტი ვიდრე რუსთავი,დინამო,სოხუმი.აი ეს არი სიმართლე ...........

18:38 | 18.05.2013
buska (1193)

მთავრობაც უნდა ეხმარებოდეს და ბიზმენსმენებიც თუ გვინდა ცოტა წინ წავიწიოთ და პროგრესზე ვიდიქროთ.

15:34 | 18.05.2013
buska (1193)

p.s. ერთი არმიასთან იმსაჯებენ აგერ სამართლიანად ნაცარი თვითონ შეიყაროს თვალებში.

15:17 | 18.05.2013
buska (1193)

( ვიმედოვნებ, მსაჯები ისეთივე სამართლიანები იქნებიან, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში და „ოქროს შუალედს“ შეინარჩუნებენ. მათ კარგად იციან, რომ ვარსკვლავები მოთამაშეები უნდა იყვნენ თამაშში და არა მწვრთნელები და მსაჯები.)

მაგ სიმართლით იარე............

12:43 | 18.05.2013
jikha (947)

წინასწარ კაპიტულაციას გავს კეცელიდისის საუბარი. თუ ჩაყვირებისნაირი კიდევ ერთი "ეშმაკობა" არაა

12:44 | 18.05.2013
yellow (84)

ჰაჰაჰ ვოტ იმენნა..

11:52 | 18.05.2013
yellow (84)

"ვინც თვალს ადევნებდა სუპერლიგას და ეროვნულ ჩემპიონატს ბოლო 15 წლის განმავლობაში, დამეთანხმება, რომ ყველაზე თანაბარი ძალების გუნდების ფინალი გველის" რაგაც გეშლება ძმაო, ცოტა დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს გუნდზე?? ის რომ ოლიმპი ყველა ასპექტში და ყველა პოზიციაში გჯობიათ შენმა მთავარმა მწვრთნელმაც აგნიშნა, და კეცელიდისი რომ არაა საერთოდ ვერ იქნებოდი ფინალში..

11:50 | 18.05.2013
eke99 (1362)

Da kidev -kecelidisi motamasheebs mainc chayviris da zog zogierti msajebs chayviris ra shedegic acyobs.

11:47 | 18.05.2013
eke99 (1362)

Hoo da magitom ugebda olimps manamde finalshi 14 qulas da mere regularulis meore matcshi chayvirebis shishi konda pacacias da kvlav caago. Holo qutaisi chayvirebit ganadgurda 17 da 20 qulit. Netav mase chavyvirot evropazec da ras amogvdzaxebs mere vnaxavt egeb da finalic gamochndes

11:36 | 18.05.2013
miura (100)

გიორგოს კეცელიდისი: "რაც შეგვეხება ჩვენ, არ გვყავს ყველა მოთამაშის „დამჭერი“ ძალა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი, ვეცდები, სხვა მეთოდებით გავაჩეროთ მეტოქე."

მაგ.სროლისას ყურში ჩაყვირების გზით DDD
მაგრა ეხერხება ეს გიორგიოს. თასზე ოლიმპთვამ ჰქნა ფაცაციასთან და ქუთაისთან დიდია დააყრუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069842
სარეკლამო ადგილი - 99
X x X