კალათბურთი

21:23 | 7.05.2014 | ნანახია 1962 - ჯერ

გიორგი ზაბახიძე: "ნახევარფინალურ მატჩებზე ახალი პროექტი გვექნება"

ნახევარფინალში გასულ ოთხივე გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს

 საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დასკვნით ეტაპზეა და დაძაბულობაც იმატებს. პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩებში "ქუთაისი-2010" "არმიას", ხოლო "დინამო" "ბათუმი-რსუს" დაუპირისპირდება. "მსოფლიო სპორტმა" სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ზაბახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი რემონტდება, შემდეგ სეზონში იქ ხომ არ აპირებთ მატჩების ჩატარებას?

 - ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი ქართული კალათბურთის ისტორიის ნაწილია. რა თქმა უნდა, დარბაზის გაკეთების შემდეგ შესაძლებელი იქნება მატჩების ჩატარება. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრების უმრავლესობა მაინც სპორტის სასახლეში გაიმართება. ეს დარბაზი კი ბავშვთა კალათბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.

- მაყურებლის მოზიდვის მიზნით რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებთ?

- ფედერაცია თამაშების რაოდენობის ზრდის. დეკემბრის შემდეგ უკვე 7 ახალი სპონსორი გვყავს. მედია საშუალებები ხელს გვიწყობთ სუპერლიგის მატჩების უფრო ვრცლად გაშუქებაში და ვფიქრობ, ხალხი უფრო მეტად დაინტერესდება კალათბურთით და თითოეულ მატჩს შედარებით უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება. საშუალოდ მატჩებს 1000-დან 1500-მდე გულშემატკივარი ესწრება. ნახევარფინალურ მატჩებზე გვაქვს ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებს შეეძლებათ ფასიანი პრიზები მოიგონ და ეს პროექტი შემდეგ სეზონში გაგრძელდება.

-  რას ფიქრობთ, 4-წრიანი ჩემპიონატი უკეთესი იქნებოდა?

- იყო საუბარი ამაზეც. "არმია" 4-წრიანი ჩემპიონატის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მოგეხსენებათ კლუბებს კარგი ფინანსური მდგომარეობა არ აქვთ. შესაბამისად ბევრი მატჩის ჩატარებასაც ვერ შეძლებდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ კლუბების მენეჯმენტი ძლიერდება, რაც ძალიან სასიხარულოა. თუ გუნდები ყველა ასპექტში გაძლიერდებიან, ჩემპიონატის დონეც უფრო აიწევს, რაც სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებს წაადგება.

- რა ხარვეზებს ხედავთ ჩემპიონატში და რისი გამოსწორებაა საჭირო?

- კარგი იქნებოდა კლუბებს საკუთარი დარბაზი ჰქონდეთ. ფინანსური მდგომარეობაც თუ გაუმჯობესდება ეს მათაც წაადგება და ჩემპიონატის დონეც ამაღლდება. მინდა აღვნიშნო, რომ კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის გუნდმა შეინარჩუნა, რაც აქამდე იყო გაკეთებული და ახალ პროექტებსაც გეგმავს. ფედერაცია მზადა ყველა პატარა ხარვეზი აღმოფხვრას და ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობს. ჩვენი მიზანია კალათბურთი სკოლებში აქტიური გახდეს, რაც მომავალში ეროვნულ ჩემპიონატს წაადგება.  

- ქართული სპორტის მუზეუმში ზაზა ფაჩულია გყავდათ, კიდევ ვის მოწვევას აპირებთ და რაში გამოიხატება მსგავსი სახის ღონისძიება?

- ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბავშვების სპორტული ცნობიერების დონის ამაღლება. ჩვენ კიდევ მოვიწვევთ კალათბურთელებს, რათა ბავშვებს ახლო ურთიერთობის საშუალება მივცეთ სახელოვან მოთამაშეებთან, გაეცნონ მათ წარმატებულ გზას და ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კალათბურთისადმი დაინტერესების გაზრდას.

- რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ წლევანდელი პლეი ოფის ოთხეულის ნახევარფინალში თამაში?

- ყველა გუნდს ვგულშემატკივრობ. თქვენ ნახეთ "ქუთაისმა" "სოხუმთან" რა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. "სოხუმი" კარგა ხანია უხელფასოდ თამაშობს და თასის მოქმედ მფლობელს მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაძაბული სუპერლიგა გვაქვს, ოთხივე გუნდი კარგად გამოიყურება და თითოეულს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს. 

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:50 | 08.05.2014
Becks23 (1117)

უფრო უკეთესი სანახაობა იქნება მაყურებლები რო ივლიან თუნდაც ის 1000 კაცი და იმედია საიმონსის და მილოშევიჩის ნაირ იგროკებს უფრო მეტს ჩამოიყვანენ შოუს ელემენტები რო შეაქვთ თამაშში ეგ მოსწონთ გულშემატკვირებს და ვერის ბაღის სტადიონის გარდა აამოქმედებენ არენის სტადიონს თითქმის ყველა თამაშისთვის და წერეთელზე მანეჟიც გაარემონტონ

01:08 | 08.05.2014
levani82 (41682)

darispani

ეტყობა მთელი სეზონის განმავლობაში ამას დაუმატე თვითონ კალათბურთელები, სანამ თავიანთი თამაშები დაიწყება, თვითონაც ხო ესწრებიან

23:57 | 07.05.2014
kutaiseli7 (1475)

ერთი სამად ეჩვენება

23:50 | 07.05.2014
darispani (1002)

"საშუალოდ მატჩებს 1000-დან 1500-მდე გულშემატკივარი ესწრება".
მაშ მტყუანს რაც ნაკლები
ტიპი ასე ურცხვად რომ მოიტყუება იმის რა უნდა დაიჯერო საერთოდ

11:02 | 08.05.2014
joxara (56)

მე ვიცნობ ამ ბიჭს და ველაპარაკე კიდეც ეს რომ წავიკითხე გიორგიმ თქვა, რომ ტურში საშუალოდ 1000-1500 მაყურებელი ესწრება თამაშებს, აქ კი დაიწერა, რომ მატჩს ესწრება ამდენი.
ტური მარტო თბილისში ხომ არ ტარდება. თამაშები იმართბა ხან ქუთაისში, ხან ბათუმში, ხან ორივეგან ერთად )

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064207
სარეკლამო ადგილი - 99
X x X