კალათბურთი

21:47 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყველაშვილი “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა

ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ყველაშვილი (19, 11. 81, 202 სმ, 102 კგ) ახალი სეზონიდან ქვეყნის ჩემპიონ და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” ითამაშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყველაშვილი სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელია, რომელიც ბოლოს სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”-ში თამაშობდა. ყველაშვილი “შსს აკადემიაში” 2009-10 წლების სეზონშიც გამოდიოდა და ახლა მას სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

0.113197