კალათბურთი

17:12 | 11.09.2014 | ნანახია 2140 - ჯერ

გიორგი ჯგერენაია “სოხუმში” ვარჯიშობს

ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია (09.10.90. 208 სმ.) საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმში ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

გიორგი ჯგერენაიამ სუპერლიგის პირველი სეზონი, 2011-2012 წლებში, “სოხუმში” ჩაატარა. მომდევნო ორი სეზონი კი “არმიაში” თამაშობდა და თანაგუნდელებთან ერთად ორჯერ შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

შეიძლება ითქვას, რომ ორწლიანი განშორების შემდეგ გიორგი ჯგერენაია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:28 | 11.09.2014
mamanti (97)

იმედია, რომ გიორგი წელს უკეთესად ითამაშებს სოხუმში ვიდრე 2011-12 წლის სეზონში. ნიჭიერი ბიჭია, თუმცა უფრო მონდომებული და უფრო აგრესიული უნდა იყოს მოედანზე

17:49 | 11.09.2014
buska (1193)

ვაჟას კადრი 88 იანი 90 -იანად

0.064704